დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - სააკაშვილს ბრალი წარედგინა იმ მუხლით, რომელიც ყველაზე მეტად სასურველი შეიძლება ყოფილიყო მისთვის
ავტორი:
2018/იანვარი/09 09:00:02
../photo/2015_02/0-01TEBER-2016/usufashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472237-davith-usufashvili-saakashvils-brali-tsaredgina-im-mukhlith-romelic-yvelaze-metad-sasurveli-sheidzleba-yofiliyo-misthvis.html", "headline": "დავით უსუფაშვილი - სააკაშვილს ბრალი წარედგინა იმ მუხლით, რომელიც ყველაზე მეტად სასურველი შეიძლება ყო...", "datePublished": "2018-01-09 05:00:54", "dateModified": "2018-01-09 05:00:54", "description": "სააკაშვილს ბრალი წარედგინა იმ მუხლით, ისეთ საქმეში, რომელიც ყველაზე მეტად სასურველი მუხლი შეიძლება ყ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-01TEBER-2016/usufashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სააკაშვილს ბრალი წარედგინა იმ მუხლით, ისეთ საქმეში, რომელიც ყველაზე მეტად სასურველი მუხლი შეიძლება ყოფილიყო მისთვის, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გირგვლიანის საქმეში სააკაშვილს ბრალი ისეთ მუხლზე აქვს წარდგენილი, რაც მას ყველაზე მეტად აწყობდა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის აზრით, აღნიშნულ საქმეში უამრავი დარღვევაა, რომელზეც საზოგადოებაც ინფორმირებულია. მისი თქმით, პროკურატურამ მოახერხა და გამოძიების არაეფექტურობიდან გამომდინარე, დანაშაულში მონაწილე უამრავი პირი პასუხისგების გარეშე დატოვა, რაც დაუშვებელია.

“სტრასბურგის სასამართლო წერდა, რომ გაოგნებული ვართ, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებდა სასამართლო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, პრეზიდენტი გირგვლიანის საქმეში. საქმის გამოძიების ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი დაყვანილია იქამდე, რომ სააკაშვილმა მხოლოდ შეწყალების აქტში ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, მთელი ეს სისტემა, რომელიც ამ საქმეში იკვეთებოდა დანაშაულებრივად, რჩება გვერდზე. სააკაშვილს ბრალი წარედგინა იმ მუხლით, ისეთ საქმეში, რომელიც ყველაზე მეტად სასურველი მუხლი შეიძლება ყოფილიყო მისთვის.
ასეთ რიხზე სააკაშვილი იმიტომაა, რომ ასეთ ქაღალდებზე, რომელიც განაჩენში იწერება, ენიჭება სერიოზული პოლიტიკური უპირატესობა, რათა მთელ მსოფლიოში ილაპარაკოს, რომ აი რაზე მდევნიანო. ჩვენ გვქონდა უამრავი ფაქტი და ინფორმაცია ამ წლების განმავლობაში დაგროვილი, რომ აქ გაცილებით ღრმა პრობლემებთან გვქონდა საქმე”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია