დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი გვრიტიშვილი - ვახტანგ მჭედლიშვილის განცხადებები ხშირად ცილისმწამებლური იყო- შესაძლებელია ის გარკვეული ძალების დაკვეთასაც ასრულებდა
ავტორი:
2018/იანვარი/08 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/gvritishvilidimitri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472134-dimitri-gvritishvili-vakhtang-mtcedlishvilis-ganckhadebebi-khshirad-cilismtsamebluri-iyo-shesadzlebelia-is-garkveuli-dzalebis-dakvethasac-asrulebda.html", "headline": "დიმიტრი გვრიტიშვილი - ვახტანგ მჭედლიშვილის განცხადებები ხშირად ცილისმწამებლური იყო- შესაძლებელია ის ...", "datePublished": "2018-01-08 09:05:41", "dateModified": "2018-01-08 09:05:41", "description": "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი პრეზიდენტის კვოტით დანიშნული საბჭოს წევრის ვახტა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/gvritishvilidimitri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი პრეზიდენტის კვოტით დანიშნული საბჭოს წევრის ვახტანგ მჭედლიშვილის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს. გვრიტიშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში მისი განცხადებები იყო დაუსაბუთებელი.

"ბატონი ვახტანგ მჭედლიშვილი, ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად არ მონაწილეობდა საბჭოს საქმიანობაში. ხშირ შემთხვევაში მისი განცხადებები იყო გარკვეულწილად დაუსაბუთებელი და ცილისწამების ელემენტებს შეიცავდა მოსამართლე წევრების მიმართ. მისი ინიციატივები ხშირად მიზნად ისახავდა გარკვეული საკითხების დროში გაჭიანურებას. ზოგადად, ბატონი ვახტანგის საქმიანობას საბჭოში დადებითად ვერ შევაფასებ",- განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, მჭედლიშვილის განცხადებები და ინიციატივები ხშირ შემთხვევაში მოტივაციას და ჯანსაღ აზრს იყო მოკლებული.

"ხშირ შემთხვევაში მისი განცხადებები იყო ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი. შესაძლებელია იგი გარკვეული ძალების დაკვეთასაც ასრულებდა. აშკარად, რიგ შემთხვევებში ვერ ვხედავდით მოტივაციას და ჯანსაღ აზრს მის ინიციატივებსა და ქმედებებში",- განაცხადა გვრიტიშვილმა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ ვახტანგ მჭედლიშვილს 4 -წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია