დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხატია დეკანოიძე სააკაშვილის განაჩენზე - მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას
ავტორი:
2018/იანვარი/05 21:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/dekanoidzexatia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/471940-khatia-dekanoidze-saakashvilis-ganachenze-mosamarthle-arevadzis-gadatsyvetileba-safrthkhes-uqmnis-qveynis-demokratias.html", "headline": "ხატია დეკანოიძე სააკაშვილის განაჩენზე - მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის დ...", "datePublished": "2018-01-05 17:37:39", "dateModified": "2018-01-05 17:37:39", "description": "ყველაზე დიდი აბსურდი არის ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ედავებიან კონსტიტუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/dekanoidzexatia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყველაზე დიდი აბსურდი არის ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ედავებიან კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ხატია დეკანოიძე საქმის პროკურორის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა. „პროკურორი ნადარეიშვილი სრულ აბსურდს ამბობს. არ შეიძლება სამართლებრივ დეტალებში გარკვეულმა ადამიანმა, ასეთ სისულელეზე ისაუბროს. თურმე ვადის შემცირება პატიმრებისთვის არ არის პრეზიდენტის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუცია განმარტავს, რომ ეს არის პრეზიდენტის უფლება. ისმება კითხვა, თუ არ არის პრეზიდენტის აბსოლუტური უფლება, სასამართლომ და პროკურატურამ უნდა განსაზღვროს ვის შეიწყალებს და ვის არა?!“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას. „საფრთხეს უქმნის პირველ რიგში, საქართველოს შენების და განვითარების პერსპექტივას, რომ შურისძიების გარეშე მომავალმა ხელისუფლებებმა გააგრძელონ მუშაობა. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება დამაზიანებელია ადამიანის უფლებებისთვის, თანასწორობისთვის და ყველასთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 854
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია