დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ხატია დეკანოიძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე არევაძე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე ობიექტური იქნება
ავტორი:
2018/იანვარი/03 13:30:02
../photo/2015_02/00-1APRIL-2014/dekanoidze-2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/471599-khatia-dekanoidze-ar-maqvs-molodini-rom-mosamarthle-arevadze-mikheil-saakashvilis-braldebis-saqmeze-obieqturi-iqneba.html", "headline": "ხატია დეკანოიძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე არევაძე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე ობი...", "datePublished": "2018-01-03 09:15:30", "dateModified": "2018-01-03 09:15:30", "description": ""ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ხატია დეკანოიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ „მოსამართლე არევაძე მიხ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1APRIL-2014/dekanoidze-2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ხატია დეკანოიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ „მოსამართლე არევაძე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე ობიექტური იქნება“.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, ყველამ ნახა, თუ როგორ მოექცნენ სააკაშვილის ადვოკატს მოსამართლე და პროკურორი, როდესაც ის საქმის მასალების გასაცნობად გონივრულ ვადას ითხოვდა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს, ვინაიდან მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

"მოსამართლე არევაძე და პროკურორი ნადარეიშვილი სახაზინო ადვოკატს, რომელიც ითხოვდა ვადას, რათა გაცნობოდა რამდენიმეტომიან საქმეს, მოექცნენ საშინლად არაობიექტურად, როდესაც მას უწოდეს ოროსანი მოსწავლე და არ მისცეს გონივრული ვადა. საკუთარი ადვოკატების აცილება მიხეილ სააკაშვილმა იმიტომ მოითხოვა, რომ ის არ ენდობა იმ მართლმსაჯულებას, იმ სასამართლოს, რომელიც მას პოლიტიკური ნიშნით ასამართლებს. შესაბამისად, არ მაქვს დიდი მოლოდინი მოსამართლე არევაძის და პროკურორ ნადარეიშვილის მხრიდან ობიექტურობის", - აღნიშნა დეკანოიძემ.

მისივე შეფასებით, გირგვლიანის საქმის პროკურორი ასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას, ვინაიდან საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება.

"ყველაფერი დაფუძნებულია ირიბ მტკიცებულებებზე, მათ შორის ბურჯანაძის და ოქრუაშვილის ჩვენებებზე. ყველაფერი დაფუძნებულია ჭორებზე. პოლიტიკური მართლმსაჯულებაა", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება. კერძოდ, პროკურატურა მას მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების ნაწილში ედავება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 615
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია