დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია ზვიად რატიანის საქმეზე - გამოძიების ობიექტურად ჩატარება მნიშვნელოვანია და ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით
ავტორი:
2017/დეკემბერი/29 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beselia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/471349-eka-beselia-zviad-ratianis-saqmeze-gamodziebis-obieqturad-chatareba-mnishvnelovania-da-am-process-yuradghebith-vakvirdebith.html", "headline": "ეკა ბესელია ზვიად რატიანის საქმეზე - გამოძიების ობიექტურად ჩატარება მნიშვნელოვანია და ამ პროცესს ყურ...", "datePublished": "2017-12-29 12:51:30", "dateModified": "2017-12-29 12:51:30", "description": "გამოძიების ობიექტურად ჩატარება მნიშვნელოვანია და ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით, - ამის შესახებ „...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beselia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გამოძიების ობიექტურად ჩატარება მნიშვნელოვანია და ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ სასამართლოს მიერ პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

„ძალიან საყურადღებო პროცესია და ვაკვირდებით ყურადღებით. ადამიანის უფლებების პრიმატს ვაღიარებთ, ასევე, ხედავთ შს ახალი მინისტრის პოზიციას, ის არ ცდილობს მიჩქმალოს რაიმე და ღიაა საზოგადოებას ესაუბროს. რეაგირება მოახდინეს მყისიერად, როდესაც შეუჩერდა პოლიციელს პირველივე დღეს უფლებამოსილება, გამოძიების ობიექტურად ჩატარება კი მნიშვნელოვანია და ეს თქვა ბატონმა გახარიამაც. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, სასამართლომ სცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილად რატიანის მხრიდან, ხოლო გამოძიება გრძელდება რატიანის მიმართ განხორციელებული ქმედების ფაქტზე. ველოდებით, რომ სამართლიანად მოხდება ყველა მოქმედება“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავედ სცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია