დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნუგზარ წიკლაური - უსამართლობით გამოწვეული უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის პანკისში და მთლიანად ქვეყანაში სტაბილურობას, რაც ოკუპანტ რუსეთს აძლევს ხელს
ავტორი:
2017/დეკემბერი/28 12:30:01
../photo/2015_02/0/ciklauri.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/471102-nugzar-tsiklauri-usamarthlobith-gamotsveuli-ukmayofileba-safrthkhes-uqmnis-pankisshi-da-mthlianad-qveyanashi-stabilurobas-rac-okupant-ruseths-adzlevs-khels.html", "headline": "ნუგზარ წიკლაური - უსამართლობით გამოწვეული უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის პანკისში და მთლიანად ქვეყანაშ...", "datePublished": "2017-12-28 08:14:22", "dateModified": "2017-12-28 08:14:22", "description": "„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, სახელმწიფოს ძა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0/ciklauri.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, სახელმწიფოს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს, მაგრამ ეს ძალა არ უნდა იყოს გადამეტებული და არ უნდა შელახოს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, სიცოცხლის უფლება, - ამის შესახებ ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ორი დღის წინ, პანკისის ხეობაში ღამით ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს, „ხელისუფლებამ საძინებელ ოთახში მყოფი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტა“.

„ჯერჯერობით არავის წარმოუდგენია მისი ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ბრალეულობის ჰიპოთეტური არსებობის შემთხვევაშიც კი აუხსნელია ასეთი სისასტიკე იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საფრთხეს არ ქმნიდა და საკუთარ სახლში ეძინა. სახელმწიფოს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს, მაგრამ ეს ძალა არ უნდა იყოს გადამეტებული და არ უნდა შელახოს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, სიცოცხლის უფლება. პანკისის სპეცოპერაცია ჩატარდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლებას ჯერ არ გაუცია პასუხი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელსაც ქართული საზოგადოება და სტრატეგიული პარტნიორები სვამენ. ეს გარემოება აძლიერებს ვერსიას, რომ ჩატაევის საქართველოში შემოსვლას კურირებდნენ სწორედ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები, ხოლო პანკისის ოპერაცია არის მთავარი კითხვებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. როგორ შეძლეს 2012 წელს გათავისუფლებული ჩატაევის ჯგუფმა საქართველოს ოფიციალური საზღვრის გადმოკვეთა? როგორ მოახერხეს ტერორიზმში ბრალდებულებმა ქვეყნის ტერიტორიის შეუმჩნევლად და დაუბრკოლებლად გამოვლა? როგორ შეძლეს მათ თბილისის ცენტრში ბაზის მოწყობა სამხედრო აღჭურვილობის შეტანა? რა როლი და პასუხისმგებლობა აქვთ ამ მოვლენებში სამთავრობო და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობისავე მტკიცებით სუს-ი რამდენიმე კვირის განმავლობაში აკონტროლებდა შეიარაღებული ჯგუფის წევრთა მოქმედებებს“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გააყალბოს გამოძიება, არ გადატეხოს ჯოხი უდანაშაულო მოქალაქეებზე და პანკისის ხეობის მოსახლეობისგან ხელოვნურად არ შექმნას მტრის ხატი.

„უსამართლობით გამოწვეული უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის სტაბილურობას პანკისში და მთლიანად ქვეყანაში, რაც მხოლოდ ოკუპანტ რუსეთის ფედერაციას აძლევს ხელს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია