დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გია ვოლსკი - იმაზე მეტი სისულელე, რომ უმრავლესობაში ახალი ფრაქციები ვიღაცების მეგობრობის ნიშნით გადანაწილდა, დიდი ხანია არ მომისმენია
ავტორი:
2017/დეკემბერი/27 15:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/volski_6731d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/470964-gia-volski-imaze-meti-sisulele-rom-umravlesobashi-akhali-fraqciebi-vighacebis-megobrobis-nishnith-gadanatsilda-didi-khania-ar-momismenia.html", "headline": "გია ვოლსკი - იმაზე მეტი სისულელე, რომ უმრავლესობაში ახალი ფრაქციები ვიღაცების მეგობრობის ნიშნით გადა...", "datePublished": "2017-12-27 11:11:16", "dateModified": "2017-12-27 11:11:16", "description": "იმაზე მეტი სისულელე, რომ უმრავლესობაში ახალი ფრაქციები გადანაწილდა ვიღაცების მეგობრობის ნიშნით, არ მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/volski_6731d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იმაზე მეტი სისულელე, რომ უმრავლესობაში ახალი ფრაქციები გადანაწილდა ვიღაცების მეგობრობის ნიშნით, არ მომისმენია უკვე დიდი ხანია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნა გუნდში არსებული განხეთქილებით არის განპირობებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები ამ შემთხვევაში იმდენად არ ემთხვევა არც რეალობას, არც რეგლამენტს და საერთოდ, აცდენილია ყოველგვარ ლოგიკურ აზროვნებას, რომ მე ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. „ქართული ოცნების“ წამყვანი ფრაქცია საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ ოპერატიული მართვა შეძლოს. არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს გუნდები, ფრაქციები, რომლებიც მართვის სისტემასაც გააუმჯობესებენ და გარკვეულ საკითხებსაც დაალაგებენ ყურადღების ქვეშ. იმაზე მეტი სისულელე და უსაფუძვლო განცხადება, რომ ეს ფრაქციები გადანაწილდა ვიღაცების მეგობრობის ნიშნით, მე არ მომისმენია უკვე დიდი ხანია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ 7 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდა და მასში გაერთიანდნენ ბიძინა გეგიძე (ფრაქციის თავმჯდომარე), ზაზა პაპუაშვილი (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე), ლევან გოგიჩაიშვილი (ფრაქციის მდივანი), კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ნაკაიძე, ირაკლი აბუსერიძე.
ფრაქციაში „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ კი პარლამენტის 11 წევრია: გოჩა ენუქიძე (ფრაქციის თავმჯდომარე), ირაკლი ხახუბია (თავმჯდომარის მოადგილე), პაატა მხეიძე (ფრაქციის მდივანი), ოთარ დანელია, ივლიანე წულაია, გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ირაკლი შიოლაშვილი, ედიშერ თოლორაია, გიორგი თოთლაძე, იოსებ მაკრახიძე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია