დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - 2017 წლის 1 იანვრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, დავების განხილვის საბჭოში 1475 საჩივარია შემოსული, რამდენიმეს განხილვაზე უარი თავად მომჩივანმა განაცხადა
ავტორი:
2017/დეკემბერი/26 16:30:02
../photo/2015_02/0-1MAISI-2015/shesyidvebi-axali.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/470783-sakhelmtsifo-shesyidvebis-saagento-2017-tslis-1-ianvridan-26-dekembris-chathvlith-davebis-gankhilvis-sabtcoshi-1475-sachivaria-shemosuli-ramdenimes-gankhilvaze-uari-thavad-momchivanma-ganackhada.html", "headline": "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - 2017 წლის 1 იანვრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, დავების განხილვის საბჭ...", "datePublished": "2017-12-26 12:38:20", "dateModified": "2017-12-26 12:38:20", "description": "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დავების განხილვის საბჭოს წევრის, მამუკა ტუსკაძის განცხადებებს პასუხო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1MAISI-2015/shesyidvebi-axali.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დავების განხილვის საბჭოს წევრის, მამუკა ტუსკაძის განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 26 დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში 1475 საჩივარია შემოსული, რომელთაგან რამდენიმე საჩივრის შემთხვევაში (რომელიც გაცილებით ნაკლებია ვიდრე დასახელებული ოდენობა) თავად მომჩივანმა ორგანიზაციამ უარი განაცხადა მის მიერ შემოტანილ საჩივარის განხილვაზე.

სააგენტოს ინფორმაციით, განხილვაზე უარის თქმის მიზეზი ზოგ შემთხვევაში იყო ის, რომ მომჩივანს აღარ ჰქონდა საჩივრის განხილვის იურიდიული ინტერესი; აღარ არსებობდა დავის საგანი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ თავად გამოასწორა საჩივარში მითითებული ხარვეზი; რამდენიმე საჩივრის გაუქმების მიზეზი გახდა საბჭოში ორი იდენტური შინაარსის მქონე საჩივრის წარმოდგენა; ზოგიერთ საჩივარზე უარის თქმის საფუძველი გახდა შინაარსობრივად ხარვეზიანი საჩივარი.

„აქვე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საჩივრის გახმობა არ ნიშნავს იმას, რომ მოცემულ ტენდერზე პრეტენდენტს აღარ შეუძლია საჩივრის წამოდგენა, რაც ადასტურებს იმას, რომ ზემოქმედების მოხდენა ერთ კონკრეტულ მომჩივანზე საჩივრის უკან გახმობის მიზნით შინაარსს მოკლებულია. ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 26 დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან ამავე საბჭოს წევრი - მამუკა ტუსკაძე ხელს აწერს მხოლოდ 233 გადაწყვეტილებას. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ არც ერთ მათგანზე განსხვავებული აზრი არ დაუფიქსირებია იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რაც აუცილებლად თან უნდა დაერთოს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საგულისხმოა ისიც, რომ საბჭოს კომპეტენცია განსაზღვრულია კანონით და მისი მიზანია მხოლოდ შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით დარღვეული უფლების დაცვა. თუმცა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის დავების განხილვის საბჭოს წევრს, აქვს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ ინფორმაცია შესასწავლად მიაწოდოს, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ ორგანოს. გასათვალისწინებელია, რომ მამუკა ტუსკაძის მხრიდან ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია არასდროს.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პირადი განცხადება, თუმცა მამუკა ტუსკაძის განცხადება საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ამ დრომდე არ შემოსულა.
ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემები (მათ შორის, როგორც შესყიდვის პროცედურებთან, ასევე საბჭოში შემოტანილ საჩივრებთან დაკავშირებული მონაცემები) საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - აცხადებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.

როგორც ცნობილია, მამუკა ტუსკაძემ დღეს განაცხადა, რომ დავების განხილველ საბჭოს ტოვებს. ამის მიზეზად ის დარღვევებს ასახელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 593
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია