დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გრიგოლ ვაშაძე - მე რომ ვიყო სპორტსმენი, სოჭის ოლიმპიადაზე არ წავიდოდი
ავტორი:
2013/ოქტომბერი/08 16:00:04
მე რომ ვიყო სპორტსმენი, სოჭის ოლიმპიადაზე არ წავიდოდი, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება რომ ვიყო, მტკიცედ ვიტყოდი - წასვლა არ ღირს, რადგან ეს ჩვენთვის არ იქნება მომგებიანი , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "პირველი რადიოს" პრესკლუბში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ყველაზე სწორი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას თავი შეეკავებინა წინასწარი განცხადების გაკეთებისგან, რომ სოჭის ოლიმპიადაში აპირებს მონაწილეობას.
"ყველაზე სწორი იქნებოდა, თავი შეგვეკავებინა და დღევანდელ ხელისუფლებას არჩევნებამდე არ გაეკეთებინა ის ავანსები და განცხადებები, რაც გააკეთა. წინა ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, რომ ვაპირებდით სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას, მაგრამ არც ის განგვიცხადებია, რომ მივიღებდით მონაწილეობას - ველოდებოდით მოვლენების განვითარებას და იმას, როგორი იქნებოდა ომის შემდეგ საქართველო-რუსეთის არარსებული, მაგრამ მაინც რაღაც კუთხით არსებული ურთიერთობა. მაგრამ იმან, რომ ხელისუფლებამ გააკეთა ეს ავანსები და ღიად განაცხადა, რომ საქართველო მიიღებდა მოწილეობას სოჭის ოლიმპიადაში, რუსეთს მისცა საშუალება, წასულიყო ყველაფერზე. არ ვიცი, როგორ დავახასიათო ნეჩაევის მიერ ჩირაღდნის ხელში აღება. აგრესორ ადამიანს, რომელიც გორში ბომბავდა მშვიდობიან მოსახლეობას, მისცეს თანამშრომლობის, მეგობრობის და მშვიდობის სიმბოლო",-აღნიშნა ვაშაძემ.
ყოფილი მინისტრის თქმით, ახლა რა უნდა გაკეთდეს, ამაზე კომენტარი შეუძლია, როგორც მოქალაქეს.
"მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა პროვოკაციული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ე.წ. "რუსეთის გმირს" ანდეს ჩირაღდანი და აკრედიტაცია გაუგრძელეს სეპარატისტული საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელ ჟურნალისტებს, მე რომ ვიყო სპორტსმენი, არ წავიდოდი, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება რომ ვიყო, მტკიცედ ვიტყოდი მანდ წასვლა არ ღირს, რადგან ეს ნამდვილად არ იქნება ჩვენთვის მომგებიანი",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე განმარტებით, უკვე კარგა ხანია ფიქრობს, რომ არსებობდა სიტუაციიდან რამდენიმე გამოსავალი, მათ შორის ერთ-ერთი ისაა, რომ ოლიმპიადაში ქართველმა სპორტსმენებმა მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიური კომიტეტის სახელით. "ერთ-ერთი გამოსავალი იყო ის, რომ მიგვემართა ოლიმპიური კომიტეტისთვის, სადაც სპორტსმენები გამოვიდოდნენ ოლიმპიური დროშით, როგორც ეს იყო 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადის დროს და მათი გამარჯვების შემთხვევაში შესრულებულიყო ოლიმპიური კომიტეტის და არა - საქართველოს ჰიმნი. ამ შემთხვევაში სპორტსმენები წარმოადგენდნენ მხოლოდ ოლიმპიურ კომიტეტს, თავიანთ თავს და არა - ქვეყანას, ამ შემთხვევაში სპორტსმენები არ გააცდენდნენ ოლიმპიურ ციკლს, საქართველო კი არ აღმოჩნდებოდა იმ სიტუაციაში, რაშიც დღეს არის",- დასძინა ვაშაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია