დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი თარგამაძე ვარკეთილში საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხელმოწერების შეგროვების პროცესს დაესწრო
ავტორი:
2013/ოქტომბერი/08 15:00:02
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძე ვარკეთილში საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხელმოწერების შეგროვების პროცესს დაესწრო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხელმოწერების კამპანიას დღეს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა შეუერთდა და ხელმოწერით ამ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერა დაადასტურა. გიორგი თარგამაძის თქმით, ქვეყანაში ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის გამტკიცება და ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების ხელშეწყობა - ეს არ არის ვიწრო პარტიული ინტერესი და საერთო ეროვნული ამოცანაა.
"ძალიან მნიშვნელოვანია და ვაფასებთ ბატონი კახა კუკავას გადაწყვეტილებას საჯაროდ შეუერთდეს ჩვენს ინიციატივას და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნას. მოვუწოდებ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მოძრაობებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, საკითხის მნიშვნელობისა და ზეპარტიულობიდან გამომდინარე, აქტიურად ჩაერთონ ხელმოწერების კამპანიაში და ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისა და ერთსქესიანთა წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანის უფლების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიასთან მიმართებაში საკუთარი პოზიცია გამოხატონ", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1229
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია