დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე ჟორჟოლიანი-ნოზაძის საკანონმდებლო ინიციატივას კენჭი არ უყარეს
ავტორი:
2017/დეკემბერი/23 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/parlamentibiujeti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/470291-partiebis-dafinansebis-tsesis-cvlilebaze-zhorzholiani-nozadzis-sakanonmdeblo-iniciativas-kentci-ar-uyares.html", "headline": "პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე ჟორჟოლიანი-ნოზაძის საკანონმდებლო ინიციატივას კენჭი არ უყარეს...", "datePublished": "2017-12-23 11:59:19", "dateModified": "2017-12-23 11:59:19", "description": "პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე დეპუტატების, გია ჟორჟოლიანის და სიმონ ნოზაძის საკ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/parlamentibiujeti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე დეპუტატების, გია ჟორჟოლიანის და სიმონ ნოზაძის საკანონმდებლო ინიციატივა მესამე მოსმენით კენჭისყრაზე არ გაიტანეს.
კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით გია ჟორჟოლიანმა პარლამენტს გუშინ წარუდგინა, თუმცა არც გუშინდელ და არც დღეს ჩატარებულ კენჭისყრაზე პროექტისთვის კენჭი არ უყრიათ იმის მიუხედავად, რომ ის კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგში იყო გათვალიწინებული.
როგორც ჟორჟოლიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისთვის უცნობია, რატომ არ უყარა პარლამენტმა კენჭი კანონოპროექტს მესამე მოსმენით.
„ამის თაობაზე ჰკითხეთ ვინც კენჭისყრას განსაზღვრავს, ჰკითხეთ პარლამენტის თავმჯდომარეს. მე არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

გია ჟორჟოლიანისა და სიმონ ნოზაძის მიერ მომზადებული ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება და მისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა იმ შემთხვევაშიც ხდება, თუკი პარტია პარლამენტში მაჟორიტარს გაიყვანს და მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატი ფრაქციას შექმნის.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და შესაბამის საბიუჯეტო დაფინანსებას ”მრეწველთა” პარტია იღებს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია