დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გია ვოლსკი - ნიკანორ მელიამ სპექტაკლის გამართვა სცადა, დესტრუქციული განცხადებები არც რომან გოცირიძემ დააკლო
ავტორი:
2017/დეკემბერი/22 13:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/volski.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/470102-gia-volski-nikanor-meliam-speqtaklis-gamarthva-scada-destruqciuli-ganckhadebebi-arc-roman-gociridzem-daaklo.html", "headline": "გია ვოლსკი - ნიკანორ მელიამ სპექტაკლის გამართვა სცადა, დესტრუქციული განცხადებები არც რომან გოცირიძემ...", "datePublished": "2017-12-22 09:01:45", "dateModified": "2017-12-22 09:01:45", "description": "პარლამენტის უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არის უნი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/volski.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არის უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი და მიუხედავად ამისა, კრიტიკულ კითხვებზე საინტერესო პასუხები იყო გაცემული. ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნიკანორ მელიამ სპექტაკლის გამართვა სცადა, რითაც ფრაქციის ხელმძღვანელი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა, დესტრუქციული განცხადებების გაკეთება რომან გოცირიძემაც არ დააკლო. "ნაციონალურ მოძრაობას" ძირი რაც უფრო ულპება, მით უფრო უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ზოგიერთ წარმომადგენელს. ზოგიერთი წევრი კიდევ ცდილობს, რომ წინ გაიჭრას და მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლება გააკეთოს. ყველაფერმა უზრდელობის პიკს მიაღწია. საქმე უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლთან გვაქვს, ამის მიუხედავად, კითხვები კრიტიკული იყო და პასუხები საინტერესო. საუბარი ადამიანურ კონფლიქტზე არ არის, დაპირისპირებაა მექანიზმთან, რომელიც ცდილობს, სიტუაცია აურიოს. ყველანარი კრიტიკა საჭირო და ასატანია, მაგრამ კრიტიკა აღარ არის, როცა ზღვარს გადასცდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 569
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია