დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თურქეთის ელჩი - ისრაელის შესახებ რეზოლუციასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ
ავტორი:
2017/დეკემბერი/22 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/iazganifatma.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/470087-thurqethis-elchi-israelis-shesakheb-rezoluciasthan-mimarthebashi-saqarthvelos-mthavrobis-gadatsyvetilebas-pativs-vcemth.html", "headline": "თურქეთის ელჩი - ისრაელის შესახებ რეზოლუციასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პატ...", "datePublished": "2017-12-22 07:38:47", "dateModified": "2017-12-22 07:38:47", "description": "საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის სტატუსთან დაკავ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/iazganifatma.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის სტატუსთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივით წარდგენილი რეზოლუციის მიღებას ეხმაურება.

ელჩის თქმით, თურქეთი პატივს სცემს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გუშინდელ კენჭისყრას, ქართულმა მხარემ განმარტა თავისი პოზიცია. თურქეთის პრეზიდენტმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე აღნიშნეს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა. როგორც თურქეთის მთავრობა, ჩვენ ამაყი ვართ, რომ სინდისის სწორ მხარეს ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ელჩმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 689
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია