დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ჟორჟოლიანი - ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ნარჩენები იმ რეჟიმისა, რომელსაც რევანშიზმისა და პროვოკაციის გარდა არაფერი დარჩენია
ავტორი:
2017/დეკემბერი/22 09:30:05
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/jorjoliani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/470049-gia-zhorzholiani-es-ar-aris-opozicia-es-aris-narchenebi-im-rezhimisa-romelsac-revanshizmisa-da-provokaciis-garda-araferi-darchenia.html", "headline": "გია ჟორჟოლიანი - ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ნარჩენები იმ რეჟიმისა, რომელსაც რევანშიზმისა და პროვოკ...", "datePublished": "2017-12-22 04:40:21", "dateModified": "2017-12-22 04:40:21", "description": "ეს არ არის ოპოზიცია. ეს არის ნარჩენები იმ რეჟიმისა, რომელსაც რევანშიზმისა და პროვოკაციის გარდა არაფე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/jorjoliani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეს არ არის ოპოზიცია. ეს არის ნარჩენები იმ რეჟიმისა, რომელსაც რევანშიზმისა და პროვოკაციის გარდა არაფერი დარჩენია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გუშინ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილებოდა.

„ის, რისი მოწმენიც ჩვენ ამ დარბაზში ვართ გუშინ, დღეს, ბევრჯერ ადრე, ეს არ არის ოპოზიცია. ის, ვინც ოპოზიციის სახელით მოიხსენიება, მათ შორის ჩვენ მიერაც, ეს არ არის ოპოზიცია. ეს არის ნარჩენები იმ რეჟიმისა, რომელსაც რევანშიზმისა და პროვოკაციის გარდა არაფერი დარჩენია. აქ საქმე მხოლოდ ნერვების აშლაში, უზრდელობის ატანაში და თმენაში არ არის, იზრდებიან ახალგაზრდები, მოდიან ბავშვები, თუ ჩვენ ვუწოდებთ ამას ოპონირებას, ამათაც ასე ეგონებათ, რომ ეგ არის ოპოზიცია და პოლიტიკა გადაიქცევა ასეთი სტილის ქცევის ასპარეზად მათთვის. ჩვენ მივიღებთ მხოლოდ მტრობას საზოგადოებაში და ბოლოს მივიღებთ არა საზოგადოებას, სადაც დისკუსიით მიიღწევა საზოგადოებრივი შეთანხმება, არამედ ადამიანთა სიმრავლეს, სადაც ყველა ყველას მტერი იქნება“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 596
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია