დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ლოსაბერიძე - არ მინდა, ოლიმპიადას ბოიკოტი გამოვუცხადოთ, მაგრამ ეს ღირსების საკითხიც არის
ავტორი:
2013/ოქტომბერი/08 13:00:03
მშვილდოსნობაში მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებას სპორტული სამყაროსთვის საზიანოდ მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ღირსების საკითხიც არის.
"ბოიკოტი ძალიან ცუდია სახელმწიფოსთვის, სპორტული სამყაროსთვის, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ღირსების საკითხია. რომ გითხრათ, რომ გადაწყვეტილი პასუხი მაქვს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, მოგატყუებთ – პასუხი არ მაქვს. რუსეთი მტერია, რომელიც სულ გვამცირებს, მაგრამ, მეორე მხრივ, სპორტული ცხოვრებაც რომ არ განვაგრძოთ, ესეც არ შეიძლება. 90 %-ით არ მინდა, რომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოვუცხადოთ, მაგრამ მართლა და მართლა ღირსების საკითხიცაა - თავზე ხომ არ უნდა დაგვაჯდეს რუსეთი?", - განუცხადა ქეთევან ლოსაბერიძემ "ინტერპრესნიუსს".
მისივე განმარტებით, საქართველო რუსეთის წინაშე მთელმა მსოფლიომ მარტო დატოვა, რის გამოც ოლიმპიური ჩემპიონი ძალიან წუხს.
"ჩვენ მარტო დაგვტოვა მთელმა მსოფლიომ რუსეთის წინაშე და ძალიან მხვდება ეს გულზე. ძალიან განვიცდი, რომ ჩვენს სატკივარს მარტო შეშფოთებით ეხმაურებიან და მეტით არაფრით, რუსეთზე კი არავის შეშფოთება არ ახდენს გავლენას", - განმარტა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ქეთევან ლოსაბერიძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1313
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია