დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სულხან სალაძე - აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსი, მითუმეტეს, პრემიერ-მინისტრი, განცხადებებს უცენზურო სიტყვების გამოყენებით აკეთებს
ავტორი:
2017/დეკემბერი/21 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/saladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469828-sulkhan-saladze-absoluturad-miughebelia-rodesac-politikosi-mithumetes-premier-ministri-ganckhadebebs-ucenzuro-sityvebis-gamoyenebith-akethebs.html", "headline": "სულხან სალაძე - აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსი, მითუმეტეს, პრემიერ-მინისტრი, განცხადებებ...", "datePublished": "2017-12-21 07:28:06", "dateModified": "2017-12-21 07:28:06", "description": "აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკოსი, მითუმეტეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი განცხადებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/saladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკოსი, მითუმეტეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი განცხადებებს უცენზურო სიტყვების გამოყენებით აკეთებს, - ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, სასურველია მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე მეტად იყოს საგნობრივი დისკუსია და ძირითადი აქცენტები გადატანილი არ იყოს ლანძღვასა და შეურაცხყოფაზე.

“ვისურვებდი, მეტი საგნობრივი დისკუსია ყოფილიყო, აქცენტები ყოფილიყო პრობლემებზე და ცხადია, ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ხელისუფლების თუ ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის უცენზურო და სალანძღავი სიტყვები, არის აბსოლუტურად მიუღებელი.

ამ ფონზე იშვიათი გამონაკლისი იყო შს მინისტრობის კანდიდატის განცხადებები, რომელიც ორიენტირებული იყო პრობლემებსა და გამოწვევებზე, მათ შორის ოჯახში ძალადობის საკითხებსა თუ არასრულწლოვანთა პრობლემებზე. ვისურვებდი, მეტი საგნობრივი დისკუსია ყოფილიყოს ამ ფორმატში და ნაკლებად ჰქონოდეს მედიას და საზოგადოებას განცდა, რომ ძირითადი აქცენტები გადატანილია ისეთ მოვლენებზე, რომელიც ლანძღვასა და ერთმანეთის შეურაცხყოფისკენ იქნება მიმართული.

როგორც ვიცი, პრემიერ მინისტრმა მომხდარის გამო გუშინ ბოდიში მოიხადა”, - განაცხადა სულხან სალაძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია