დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ავტორი:
2017/დეკემბერი/20 20:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/uzenaesshiiusticiis.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469742-uzenaes-sasamarthloshi-iusticiis-umaghlesi-sabtcos-angarishis-prezentacia-gaimartha.html", "headline": "უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა", "datePublished": "2017-12-20 16:13:07", "dateModified": "2017-12-20 16:13:07", "description": "საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/uzenaesshiiusticiis.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის (2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) პრეზენტაცია გაიმართა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, 2013-2017 წლის შემადგენლობამ მნიშვნელოვნად მიიჩნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებისთვის მსგავსი ანგარიშის მომზადება. მათივე ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრებმა, ანგარიშის მიხედვით, წარმოადგინეს პრეზენტაციები საბჭოს საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისა და ასევე გამოწვევების თაობაზე. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ევა გოცირიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის თაობაზე. თამარ ალანიამ ისაუბრა ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის შესახებ, ყოფილმა წევრებმა კახა სოფრომაძემ და შოთა გეწაძემ ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის საკითხებზე გააკეთეს მოხსენება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ვახტანგ თორდიამ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის შესახებ ესაუბრა დამსწრე აუდიტორიას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია