დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქეთევან ციხელაშვილი - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გათბობის ხარჯების დასაფარად 200-ლარიან ვაუჩერებს მიიღებს
ავტორი:
2017/დეკემბერი/20 13:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/cixelashvili_38d9b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469613-qethevan-cikhelashvili-gamyofi-khazis-mimdebare-soflebis-mosakhleoba-gathbobis-kharjebis-dasafarad-200-larian-vaucherebs-miighebs.html", "headline": "ქეთევან ციხელაშვილი - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გათბობის ხარჯების დასაფარად 200-ლა...", "datePublished": "2017-12-20 09:38:13", "dateModified": "2017-12-20 09:38:13", "description": "გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფოსაგან გათბობის 200-ლარიან ვაუჩერებს ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/cixelashvili_38d9b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფოსაგან გათბობის 200-ლარიან ვაუჩერებს წელსაც მიიღებს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო წელსაც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ოჯახებს გამოსაზამთრებლად შესაბამისი პირობები ჰქონდეთ.

"ეს ადამიანები მართლაც გმირულად და მოთმინებით უმკლავდებიან ყოველდღიურ გამოწვევებსა და პროვოკაციებს მავთულხლართების პირისპირ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა კომპლექსური დახმარების პროგრამას ახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ ვითარება ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც თუნდაც 5 წლის წინ იყო, როცა ჩვენ მათი საბაზისო საჭიროებების შესასწავლად სოფელ-სოფელ დავდიოდით.
"მოხერხდა ის, რომ ყველა - 62 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა და 14 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურად თითოეულ ოჯახს 200-ლარიანი ვაუჩერებით ვეხმარებით გათბობის ხარჯების დასაფარად. ბუნებრივია, სახელმწიფო ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ოჯახებს სახელმწიფო გათბობის ვაუჩერებით 2013 წლიდან უზრუნველყოფს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მიერ გატარებული სამუშაოების ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე აღნიშნული პირების გათბობით უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ 9 463 977 ლარი გამოყო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 700
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია