დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრს ურჩევს, თანამდებობიდან წასვლის ნაცვლად პრობლემების გამოსწორებაზე იფიქროს
ავტორი:
2017/დეკემბერი/20 00:00:02
../photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/usufashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469469-davith-usufashvili-premier-ministrs-urchevs-thanamdebobidan-tsasvlis-nacvlad-problemebis-gamostsorebaze-ifiqros.html", "headline": "დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრს ურჩევს, თანამდებობიდან წასვლის ნაცვლად პრობლემების გამოსწორებაზე ი...", "datePublished": "2017-12-19 20:04:21", "dateModified": "2017-12-19 20:04:21", "description": "”შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ურჩევს, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/usufashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ურჩევს, თანამდებობიდან წასვლის ნაცვლად პრობლემების გამოსწორებაზე იფიქროს.

როგორც უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილის მოსვლისას მას ჰქონდა საკუთარი აზრები და როლი, მაგრამ მისი წასვლის თაობაზე საუბრისას არ მაქვს როლი.

„მე მაქვს სურვილი, რომ გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან წასვლაზე კი არ იფიქროს, არამედ იმის გაკეთებაზე, რაც მას შეუძლია. ასევე, დაინტერესდეს იმ თემებით, რა ხდება მის ქვეყანაში, იმ პარლამენტში, სადაც ახალი მთავრობის დასამტკიცებლად უნდა მივიდნენ. დაინტერესდეს, შემთხვევით კონსტიტუციის დარღვევით ხომ არ ცვლიან კონსტიტუციას. აგერ, მეორე მოსმენისას რომ ინფორმაციის დაცვის თავში უცბად რაღაც ცვლილება შეაქვთ, აქ ხელისუფლების უზურპაციას ხომ არ აქვს ადგილი. ასევე, გაარკვიოს საზოგადოებრივ მაუწყებელში რა ხდება, რა პროცესებთან გვაქვს საქმე და რა რეკლამაზე საუბრობენ. მე ვურჩევდი ამ საკითხებით დაინტერესდეს და ქვეყნის შანსიც გაიზრდება და მისიც”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 583
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია