დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჟურნალისტებისთვის დღეს ფილმ "მანდარინების" დახურული ჩვენება გაიმართება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/07 19:30:03
ჟურნალისტებისთვის დღეს რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმ "მანდარინების" დახურული ჩვენება გაიმართება.
ფილმ "მანდარინებში" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მიშა მესხია, რომელიც რომანტიკოსი გმირის როლში გვევლინება და სამშობლოს ღირსების დასაცავად აფხაზეთის ომში მოხალისედ მიდის.
ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, კინოსურათში ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე თავისი სურვილით აფხაზეთში დარჩა.
ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა.
დახურული ჩვენება კინოთეატრ "რუსთაველში" გაიმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1287
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია