დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი - თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე იქნება საჭირო, მზად ვარ, შევწირო ერთიც და მეორეც
ავტორი:
2017/დეკემბერი/17 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/saakashvili13.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/468970-mikheil-saakashvili-thuki-diqtaturis-shecherebisthvis-chemi-thavisufleba-da-sicockhle-iqneba-satciro-mzad-var-shevtsiro-erthic-da-meorec.html", "headline": "მიხეილ სააკაშვილი - თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე იქნება საჭირო, მზად ვ...", "datePublished": "2017-12-17 06:08:47", "dateModified": "2017-12-17 06:08:47", "description": "თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც იქნება საჭირო, ვადასტურებ, მზად ვარ შევწ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/saakashvili13.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც იქნება საჭირო, ვადასტურებ, მზად ვარ შევწირო ერთიც და მეორეც! - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს. სააკაშვილი უკრაინაში დრეს დაგეგმილ მარშთან დაკავშირებით უკრაინელებს მიმართავს და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ყველ პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზეც საუბრობს.

„ყველა აუცილებლად უნდა გავიდეთ მარშზე „იმპიჩმენტისთვის“, რათა ხელისუფლება შევაკავოთ, რომ ბოლო ფატალური ნაბიჯი არ გადადგას, რომელიც მას დიქტატორად აქცევს. როცა ვსაუბრობ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე, ეს საჭიროა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ გვინდა ოლიგარქიიდან ნორმალურ ცხოვრებაზე მშვიდობიანად გადასვლა, აუცილებელია მოლაპარაკებები. მაგრამ რამდენიმე საკითხზე კომპრომისი არ იქნება, კერძოდ: ქვეყნის მმართველობიდან ოლიგარქიატის სრული ჩამოშორება; ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში ჩაურევლობა; კორუფციულ სქემებზე უარის თქმა და კორუფციაში ჩართული ადამიანების დასჯა; პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა; გენპროკურორის გადადგომა; იმპიჩმენტის მექანიზმის შექმნა და იმპიჩმენტისთვის საჭირო ბარიერების მოშორება.

ამასთან, არ შეიძლება მივცეთ პუტინს საბაბიც კი, რომ ჩვენს უთახმოებებზე ითამაშოს. თუკი დიქტატურის გაჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც იქნება საჭირო, ვადასტურებ - მზად ვარ შევწირო ერთიც და მეორეც! მე ვიბრძოლებ ბოლომდე, ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია