დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს სამეგრელოში მართავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/07 18:30:02
კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს სამეგრელოში მართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზიდენტობის კანდიდატი ფოთსა და აბაშაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. მარგველაშვილი საზოგადოებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ წარუდგინეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას განცხადებით, დარწმუნებულია, რომ როგორც შარშან, ასევე 27 ოქტომბერს, ფოთელები კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ.
"ფოთი განსაკუთრებული როლისა და ფუნქციის მატარებელი ქალაქია. დარწმუნებული ვარ, გიორგი გახდება ფოთელების რჩეული, ის ყველას პრეზიდენტი იქნება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამეგრელოში ფოთი და აბაშა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქებია. მისივე თქმით, ფოთის ადგილმდებარეობა, თვითონ მისი დაკავშირება ინფრასტრუქტურულ არტერიებთან ამ ქალაქს საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებს. მარგველაშვილის შეფასებით, სამეგრელოში ბოლო წლების განმავლობაში, ისევე, როგორც სხვა რეგიონებში ბევრი პრობლემა დაგროვდა. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია და კოალიცია ეტაპობრივად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.
"გრძელდება ის პოლიტიკური კურსი, რომელიც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ერთი წლის წინ დაიწყო. პოლიტიკური სტაბილიზაციის ფონზე საქართველოში ეკონომიკა გაძლიერდება, ჩამოყალიბდება ისეთი სამართლებრივი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო აღარ დაჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აღარ მოხდება პოლიციური სისტემის აღორძინება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს სენაკში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეხვდა და მათ არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1169
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია