დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე
ავტორი:
2017/დეკემბერი/16 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/gigauri_a0915.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468935-eka-gigauri-mnishvnelovania-adekvaturi-reagireba-iyos-marthlmsajulebis-sistemashi-arsebul-problemebze.html", "headline": " ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებ...", "datePublished": "2017-12-16 11:36:38", "dateModified": "2017-12-16 11:36:38", "description": "მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ იმ პრობლემებზე, რომლებზე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/gigauri_a0915.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ იმ პრობლემებზე, რომლებზეც არის საუბარი, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა პარლამენტში, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებულ რეფორმაზე გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისგან რეფორმის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს და ის საკითხები განიხილეს, რომელიც რეფორმირებას საჭიროებს.
"დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩო და კანონში კონკრეტული დებულებები შეიცვალოს, მათ შორის რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის რეგლამენტს, ასევე იუსტიციის სკოლის რეფორმას, მოსამართლეების დანიშვნის წესს, დისციპლინურ პასუხისმგებლობას და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს რეფორმა და შეიცვალოს კანონმდებლობა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ადეკვატური რეაგირება იყოს იმ პრობლემებზე, რომლებზეც არის საუბარი. საუბარია იგივე კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და ა.შ. და ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ორგანოებიდან იყოს რეაგირება ამ საკითხებზე", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 570
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია