დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ახალი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის (უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია
ავტორი:
2017/დეკემბერი/16 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/gegidzebidzina.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468931-bidzina-gegidze-gamorickhavs-rom-parlamentshi-ori-akhali-fraqciis-sheqmna-premier-ministrisa-da-gia-gachechiladzis-ucnobi-dapirispirebasthan-raime-kavshirshia.html", "headline": "ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ახალი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩ...", "datePublished": "2017-12-16 11:06:55", "dateModified": "2017-12-16 11:06:55", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ფრაქციის შექმნა პრემი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/gegidzebidzina.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის(უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბიძინა გეგიძემ განაცხადა, პარლამენტში ფრაქციების შექმნის ინიციატივა ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე ბოლო პერიოდში მოვლენები განვითარდებოდა.

„ემთხვევა ხოლმე რაღაცეები, ეს ჩვეულებრივი ამბავია, თქვენს მიერ ხსენებული თემა არ გამხდარა ფრაქციის შექმნის მიზეზი. ფრაქციის შექმნის პროცესი გაცილებით ადრე მიმდინარეობდა, ვიდრე ამ საკითხმა წამოიწია“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

უხელმძღვანელებს თუ არა ერთ-ერთ ახალ ფრაქციას ბიძინა გეგიძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. გეგიძე ასევე არ საუბრობს, ვინ იქნებიან ახალი ფრაქციის წევრები.

„გაჟღერდა იდეა, რომ დეპუტატთა ჯგუფმა და მათ შორის ვარ მეც, შევქმნათ ფრაქცია. მიზეზების გარეშეც ხდება გადაწყვეტილებების მიღება. რაიმე ნეგატიური ან განსაკუთრებული მიზეზი ამას არ სჭირდება. ეს არის პარლამენტში მიმდინარე პროცესი. ფრაქცია, რეგლამენტით, მინიმუმ პარლამენტის 6 წევრისგან კომპლექტდება, მაგრამ ჩვენ 6-ზე მეტი ნამდვილად ვიქნებით“, - განაცხადა გეგიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია