დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავენ და ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ
ავტორი:
2017/დეკემბერი/16 13:00:02
../photo/2015_02/00-SEQT-2013/merabishvili-bolo-2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468917-evroparlamentarebi-saqarthvelos-prezidents-premiers-parlamentis-thavmjdomares-tserilith-mimarthaven-da-vano-merabishvilis-dauyovnebliv-gathavisuflebas-ithkhoven.html", "headline": " ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავენ და...", "datePublished": "2017-12-16 08:51:53", "dateModified": "2017-12-16 08:51:53", "description": "ევროპარლამენტის 9 წევრი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-SEQT-2013/merabishvili-bolo-2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ევროპარლამენტის 9 წევრი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს.

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელ პირებს ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, პატივი სცენ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას.

„ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელის მომწერი წევრები საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდამჭერნი ვართ. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომ გრძელი გზა გამოიარა. დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნებს შორის, საქართველო უფრო წინ წასულად მიიჩნევა, მათ შორის იმიტომ რომ საქართველოში არსებობს ძლიერი პროდასავლური ოპოზიცია და მთავრობის კონტროლისგან თავისუფალი მედია. იმისათვის, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს, აუცილებელია, რომ მთავრობამ გადაჭრას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის თანახმადაც მასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობამ ევროპის ადამიანის უფლება კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია მისი „ფარული მიზნებით“ და „არაკეთილსინდისიერი მოტივით“ დაკავების გამო. გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო უსაფრთხოების დღევანდელ გარემოში, ქართველი ხალხის ინტერესშია რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამონახოს საერთო ენა და იფიქროს ქვეყნის მომავალზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ.

პარლამენტის როლი, განსაკუთრებით კი მთავრობის საპარლამენტო კონტროლი ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. პრემიერ-მინისტრი და მინისტრები საპარლამენტო კონტროლს თავს არ უნდა არიდებდნენ. ოპოზიციას, მათ შორის შემოწირულობების მოზიდვის და კონკურენციის გაწევის შესაძლებლობების თვალსაზრისით, მთავრობა უნდა ეპყრობოდეს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო, რომელიც მოქალაქეებს აზრთა მრავალფეროვნებას სთავაზობს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ „რუსთავი 2“-ის, საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზიის მფლობელობის შეცვლის მცდელობებს, რომლებმაც სხვადასხვა პარტნიორების, მათ შორის ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენლის შეშფოთება გამოიწვია.
ჩვენ ვრჩებით საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდამჭერებად. თუმცა, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს პირველ რიგში აკისრია მათ ვინც საქართველოს ხალხმა საკუთარი ქვეყნის სამართავად აირჩია“, - აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები - პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიბერალები, ლიტვა), დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია; ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ჟიგიმანტას ბალჩიტისი (სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია, ლიტვა), ივან სტეფანეჩი (ევროპის სახალხო პარტია, სლოვაკეთი), იარომირ შტეტინა (ევროპის სახალხო პარტია, ჩეხეთი), სანდრა კალნიეტე (ევროპის სახალხო პარტია, ლატვია), ანა ფოტიგა (ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორები, პოლონეთი), ხოსე ინაციო ფარია (ევროპის სახალხო პარტია, პორტუგალია) და ჰილდე ვაუტმანსი (ლიბერალები, ბელგია).

ევროპარლამენტის 9 წევრის განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია