დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აშშ-ს კონგრესში ქართული ღვინის ყოველთვიური მიღება გაიმართა
ავტორი:
2017/დეკემბერი/15 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/kongresshigvino.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468807-ashsh-s-kongresshi-qarthuli-ghvinis-yovelthviuri-migheba-gaimartha.html", "headline": "აშშ-ს კონგრესში ქართული ღვინის ყოველთვიური მიღება გაიმართა", "datePublished": "2017-12-15 13:06:15", "dateModified": "2017-12-15 13:06:15", "description": "ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ საშობაოდ აშშ-ს კონგრესში ქართული ღვინის მიღებას უმას...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/kongresshigvino.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ საშობაოდ აშშ-ს კონგრესში ქართული ღვინის მიღებას უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ და სტუმრებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.

ქართული ღვინის მიღებას ესწრებოდნენ აშშ-ს კონგრესის თანამშრომლები, ასევე საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ქარტიის ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობების ჯგუფის დიალოგის ფარგლებში ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიება ატლანტიკურ საბჭოსთან პარტნიორობით გაიმართა და ყოველთვიურ ღონისძიებად ჩამოყალიბდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია