დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - საჯარო ინტერესები შეიძლება ფართო ინტერპრეტაციის საგანი გახდეს, რამაც პერსონალურ მონაცემებს საფრთხე შეუქმნას
ავტორი:
2017/დეკემბერი/15 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kobaxidze_25851.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468748-irakli-kobakhidze-sajaro-interesebi-sheidzleba-fartho-interpretaciis-sagani-gakhdes-ramac-personalur-monacemebs-safrthkhe-sheuqmnas.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - საჯარო ინტერესები შეიძლება ფართო ინტერპრეტაციის საგანი გახდეს, რამაც პერსონალურ მო...", "datePublished": "2017-12-15 09:41:16", "dateModified": "2017-12-15 09:41:16", "description": "საჯარო ინტერესები შეიძლება ფართო ინტერპრეტაციის საგანი გახდეს, რამაც ბუნებრივია, საფრთხე შეუქმნას პე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kobaxidze_25851.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საჯარო ინტერესები შეიძლება ფართო ინტერპრეტაციის საგანი გახდეს, რამაც ბუნებრივია, საფრთხე შეუქმნას პერსონალურ მონაცემებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით წარდგენისას განაცხადა.

როგორც ამ კონტექსტი კობახიძემ განმარტა, კონსტიტიუციის ახალი რედაქციის 15-ე მულის მეოთხე პუნქტი კონსტიტუციის 18-ე მუხლში გადადის.

“იყო კონსულატიები და შემოთავაზებულია ცვლილება, რომელიც საჯარო ინტერესებს შეეხება. არის არგუმენტები საჯარო ინტერესების ამოღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საჯარო ინტერესების შესახებ ჩანაწერი, რა თქმა უნდა, მაღლა წევს ხელმისაწვდომობის სტანდარტს, მაგრამ მნიშვნელოვნად დაბლა წევს პერსონალური მონაცემების დაცულობის სტანდარტს. ეს არის პრობლემა. საჯარო ინტერესები შეიძლება ფართო ინტერპრეტაციის საგანი გახდეს და ზოგადად, ფართო ინტერპრეტაციები კონსტიტუციაში არის პრობლემა. საჯარო ინტერესები შეიძლება ფართო ინტერპრეტაციის საგანი გახდეს, რამაც ბუნებრივია, საფრთხე შეუქმნას პერსონალურ მონაცემებს. არის ორი კოლიზიური ინტერესი - ერთი, ეს არის ხელმისაწვდომობის ინტერესი და მეორე, პერსონალური მონაცემების დაცულობის ინტერესი. აქ საუბარია ადამიანისთვის სასიცოცხლო უფლებასთან, როგორიც არის მისი პერსონალური და პირადი ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვა. ბუნებრივია, არ არის რეკომენდებული ასეთი ფართო დისკრეციის და საფრთხის ქვეშ დავაყენოთ პერსონალური მონაცემების დაცულობა. ეს იყო შენიშვნა, რომელიც ჩვენ გავიზიარეთ“, - განაცხადა კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია