დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნოდარ ხადური - კონკურენციის სააგენტო "სიტროენ ჯორჯიასგან" დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება და შეეცდება, მოკვლევა ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე დაიწყოს
ავტორი:
2017/დეკემბერი/15 11:00:01
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/xaduri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468711-nodar-khaduri-konkurenciis-saagento-qsitroen-jorjiasganq-dazustebul-informacias-elodeba-da-sheecdeba-mokvleva-erththviani-vadis-amotsurvamde-daitsyos.html", "headline": "ნოდარ ხადური - კონკურენციის სააგენტო "სიტროენ ჯორჯიასგან" დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება დ...", "datePublished": "2017-12-15 07:07:30", "dateModified": "2017-12-15 07:07:30", "description": "კონკურენციის სააგენტო "სიტროენ ჯორჯიასგან" დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება და შეეცდება, მოკვლევა ერთთ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/xaduri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კონკურენციის სააგენტო "სიტროენ ჯორჯიასგან" დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება და შეეცდება, მოკვლევა ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე დაიწყოს. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ მივიღეთ საჩივარი 12 დეკემბერს. 13 დეკემბერსვე ეს საჩივარი გადავუგზავნეთ მხარეებს, რომლებსაც ეხებათ, რათა მათგანაც მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ გავუგზავნეთ წერილი "სიტროენ ჯორჯიას" და მოვითხოვეთ გარკვეული ინფორმაციის დაზუსტება. ეს სასამართლოს თემას ეხება, ვინაიდან სასამართლოშიც მიმდინარეობს განხილვა და გვაინტერესებს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების შესახებ და პროცესი იქნება საჯარო",- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისი თქმით, მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ კონკურენციის სააგენტო ყველა ინფორმაციას არ მიიღებს.

"ჩვენ გვაქვს ერთთვიანი ვადა. ჩვენ შევეცდებით, რომ მანამდე მივიღოთ ინფორმაცია მოპასუხე მხარეებისგან და თავად "სიტროენ ჯორჯიასგანაც",- დასძინა ხადურმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი არ ჰქონია.

როგორც ცნობილია, გიორგი გაჩეჩილაძე ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროინ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.

მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

"სიტროინ ჯორჯია" ახალი კომპანიაა. "სიტროინი"ფრანგების მულტინაციონალური კომპანიაა, საფრანგეთის მთავრობაც ფლობს გარკვეულ წილს ისევე როგორც კერძო სტრუქტურა. ყველაზე კარგი და ძალიან დაბალი ფასი დააფიქსირა და ისე მიიღო მონაწილეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებზე გამოცხადებულ ტენდერში. ეს ტენდერი მოიგო", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, "სიტროინის" მოგების შემდეგ, ეს ტენდერი გაუქმდა.

"მინდა, რომ გასაჩივრდეს ახლა კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ ხადური და გამოიტანოს ობიექტური დასკვნა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით „სიტროენის“ სარჩელზე სასამართლოში დავა უკვე მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ კი კომპანიამ კონკურენციის სააგენტოსაც მიმართა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 623
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია