დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ელენე ხოშტარია - რაც მოვისმინე განცხადება, რომ დავით ნარმანია პრეზიდენტმა მთავრობის თხოვნით წარადგინა, იყო აბსოლუტურად გაუგებარი
ავტორი:
2017/დეკემბერი/14 20:30:01
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/xoshtaria_f112f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468648-elene-khoshtaria-rac-movismine-ganckhadeba-rom-davith-narmania-prezidentma-mthavrobis-thkhovnith-tsaradgina-iyo-absoluturad-gaugebari.html", "headline": "ელენე ხოშტარია - რაც მოვისმინე განცხადება, რომ დავით ნარმანია პრეზიდენტმა მთავრობის თხოვნით წარადგინ...", "datePublished": "2017-12-14 16:31:26", "dateModified": "2017-12-14 16:31:26", "description": "მე რაც მოვისმინე განცხადება, რომ დავით ნარმანია პრეზიდენტმა მთავრობის თხოვნით წარადგინა, იყო აბსოლუტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/xoshtaria_f112f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მე რაც მოვისმინე განცხადება, რომ დავით ნარმანია პრეზიდენტმა მთავრობის თხოვნით წარადგინა, იყო აბსოლუტურად გაუგებარი”, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარტია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტის მიერ სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის წარდგენის კომენტირებისას განუცხადა.

ხოშტარიას განცხადებით, ნარმანიას სემეკ-ის წევრობის კანდიდატად წარდგენა კიდევ ერთი გამოვლინებაა, რომ მმართველი პარტია გადაწყვეტილებას არა ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ პარტიული შეხედულებებით იღებს. ხოშტარიას თქმით, მსგავსი მიდგომა საგანგაშოა.

”ყველაზე საგანგაშო ის გამოვლინებაა, თუ როგორ უყურებს ”ქართული ოცნება” სახელმწიფო ინსტიუტუტებს, იმ საპასუხისმგებლო პოსტებს, სადაც რეალურად პოლიტიკა უნდა გატარდეს, გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, ადამიანების მდგომარეობა უნდა გადაწყვიტონ. ისინი უყურებენ არა პროფესიული კუთხით, არამედ თავიანთი აქტივის, პოლიტიკურად სასურველი ადამიანების დასაქმების ადგილებად. ცხადია, ფიქრობდნენ სად დაესვათ ნარმანია და გადაწყვიტეს სემეკი”, - განაცხადა ხოშტარიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 805
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია