დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თემურ თორდინავა პარლამენტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის აღსრულების კუთხით კონსულტანტი იქნება
ავტორი:
2017/დეკემბერი/14 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/tordinava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468617-themur-thordinava-parlamentshi-skolamdeli-aghzrdisa-da-ganathlebis-kanonis-aghsrulebis-kuthkhith-konsultanti-iqneba.html", "headline": "თემურ თორდინავა პარლამენტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის აღსრულების კუთხით კონსულტანტი ...", "datePublished": "2017-12-14 13:26:24", "dateModified": "2017-12-14 13:26:24", "description": "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, პარლამენტში, ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/tordinava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, პარლამენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის აღსრულების კუთხით კონსულტანტი იქნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თემურ თორდინავამ განუცხადა, მან ამ მიზნით გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რის საფუძველზეც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის აღსრულების საკოორდინაციო საბჭოს ეროვნული კონსულტანტის თანამდებობას დაიკავებს.

„პარლამენტში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ბაზაზე შექმნილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის აღსრულების საკოორდინაციო საბჭო. მასში შედიან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. ამ საბჭოს ფუნქციაა, კანონისა და კანონქვემდებარე აქტების, სტანდარტების ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის სისტემაში დანერგვა. ამ სტანდარტების დასანერგად დიდი შრომაა საჭირო. ერთის მხრივ მუნიციპალიტეტებისთვის კონსულტაციების გაწევა და მეორეს მხრივ – მონიტორინგი, კანონი და სტანდარტები თუ რამდენად სრულდება. აქედან გამომდინარე, კონსულტანტის ფუნქციაა დაეხმაროს პარლამენტის აღნიშნულ საკოორდინაციო საბჭოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონისა და კანონქვემდებარე აქტების, სტანდარტების აღსრულების პროცესში“, – განაცხადა თორდინავამ.

თემურ თორდინავამ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი 20 ნოემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი სააგენტოს 3 წელი და 3 თვე ხელმძღვანელობდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 624
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია