დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რომან გოცირიძე - „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ელემენტარული რეიტინგი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს? წელს 2%-მდე დავიდა რეიტინგი და გაუთანაბრდა ”მარაოს” რეიტინგს
ავტორი:
2017/დეკემბერი/14 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/gociridze_f07f4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468606-roman-gociridze-sazogadoebriv-mautsyebels-elementaruli-reitingi-khom-mainc-unda-hqondes-tsels-2-mde-davida-reitingi-da-gauthanabrda-maraos-reitings.html", "headline": " რომან გოცირიძე - „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ელემენტარული რეიტინგი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს? წელს 2%-...", "datePublished": "2017-12-14 12:05:35", "dateModified": "2017-12-14 12:05:35", "description": "„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ელემენტარული რეიტინგი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს? წელს 2%-მდე დავიდა რეიტინგ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/gociridze_f07f4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ელემენტარული რეიტინგი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს? წელს 2%-მდე დავიდა რეიტინგი და გაუთანაბრდა გასართობი არხის ”მარაოს” რეიტინგს, რომლის რეიტინგიც არის 1.7%, - ამის შესახებ ”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტის განხილვისას ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, პრობლემა არის მენეჯმენტში და არა ფინანსებში.

”რაც შეეხება რეკლამას, ეს არის პირდაპირი დაკნინება საქართველოში დამოუკიდებელი მედია სივრცის. უამრავი პატარა ტელევიზიაა პარლამენტის კორიდორში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვან საკითხებს პარლამენტში 15-20 კამერა აშუქებს. ეს არის საქართველოში დემოკრატიის მონაპოვარი. თუ საქართველოში რაიმე იყო პირველ რიგში დემოკრატიის კუთხით გამოსაყოფი, ეს იყო მედიაპლურალიზმი. დღეს უამრავ ტელევიზიას ჯიბეში უყოფენ ხელს. ნუ გვგონია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს რეკლამა, მშვენიერი რეკლამა აქვს, უბრალოდ არის შეზღუდული რაღაც დროის ჩარჩოებში. ასევე, მათ შეუძლიათ ნებისმიერი სახის რეკლამის განთავსება იმ გადაცემებში, რომლებიც კანონის მიხედვით ნებადართულია. ისე ნუ წარმოაჩენთ თითქოსდა რეკლამა არ ჰქონდეთ. ისინი ითხოვენ ამ სარეკლამო სივრცეში კიდევ უფრო მეტი როლის დაკავებას. პრობლემა არის არა ფინანსებში, არამედ მენეჯმენტის ფორმირებაში. ერთი თვის წინ კიდევ ერთი წევრი ავირჩიეთ სამეურვეო საბჭოში, ფეისბუქ პოსტები მაინც წაიკითხეთ. ელემენტარულად, საბჭოს წევრი ღიად მაინც არ უნდა გამოხატავდეს საკუთარ პოლიტიკურ სიმპატიებს, ეს პირდაპირ ლუსტრირებაა მათი და ამათ უნდა მივცეთ 50 მილიონი ლარი იმისთვის, რომ დამოუკიდებლები იყვნენ? რამდენი ფულიც არ უნდა მივცეთ, მათ მუშაობის ხარისხზე არ აისახება. საზოგადოებრივ მაუწყებელს ელემენტარული რეიტინგი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს? წელს დავიდა 2%-მდე რეიტინგი და გაუთანაბრდა გასართობი არხის ”მარაოს” რეიტინგს, რომლის რეიტინგიც არის 1.7%. GDS-ს რეიტინგი 3% იყო, გახდა 3.5%. ნახევარი პროცენტით მოიმატა GDS-მა, ნახევარი პროცენტით მოიკლო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგმა. ალბათ იმიტომ, რომ GDS-ში იყო 20/30, გაქრა 20/30, წამოვიდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაიქცა 21/30-ად და საზოგადოებრივ მაუწყებელს ნახევარი პროცენტი დააკლდა. ვამბობთ, რომ ”ჯიდიესირებული” საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი?“ - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ამ კანონს ვიღაცა ისეთი უჭერს მხარს, რომელიც ანგარიშგასაწევია.

”კანონი, რომელიც დაიწერა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, იყო ძალიან ცუდი, რამდენიმე პრინციპული საკითხი გამოსწორდა, მაგრამ არა ისე როგორც ცდილობს უმრავლესობა წარმოჩენას. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ებღაუჭება სტარტაპების შექმნის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ იცის ჩავარდება, ანუ ცდილობს შექმნას რაღაც ნულიდან საკუთარი ბიუჯეტიდან იურიდიული პირი, რომელსაც მისცემს ფულს, რომელიც აწარმოებს რაღაც მედიაპროდუქტს და მიაჩნია, რომ თუ ეს არ დაინერგა მაუწყებლის სისტემაში, ისეთ რამეს კარგავს, უღირთ გადამტერება საპარლამენტო უმრავლესობის. რა არის ასეთი ინტერესი ამაში?”, - განაცხადა გოცირიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 542
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია