დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ნადირაძე - თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ შრომის ანაზღაურება 5 მლნ ლარით შეამცირეს, 15 მილიონით გაიზარდა ბიუროკრატია
ავტორი:
2017/დეკემბერი/14 08:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/nadiradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468500-irakli-nadiradze-thu-qarthuli-ocnebis-tsarmomadgenlebi-gveubnebian-rom-shromis-anazghaureba-5-mln-larith-sheamcires-15-milionith-gaizarda-biurokratia.html", "headline": "ირაკლი ნადირაძე - თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ შრომის ანაზღაურება 5 მლნ ლარ...", "datePublished": "2017-12-14 04:42:40", "dateModified": "2017-12-14 04:42:40", "description": "თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ შრომის ანაზღაურება 5 მილიონი ლარით შეამცირეს, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/nadiradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ შრომის ანაზღაურება 5 მილიონი ლარით შეამცირეს, 15 მილიონი ლარით გაიზარდა ბიუროკრატია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა.

„მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ფასების ზრდა მიბმულია დოლარზე, ლარი უფასურდება დოლართან მიმართებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ძვირდება საწვავი, მედიკამენტები, პროდუქტები, ანუ ყველაფერი ამ ქვეყანაში. ფაქტია, 2014 წელს, როდესაც თბილისის მერი დავით ნარმანია გახდა, მაშინ დოლარის ნიშნული იყო დაახლოებით 1.79 ლარი, დედაქალაქის მაშინდელი ბიუჯეტი დაახლოებით, 450 მილიონი დოლარი იყო. ახლა „ქართული ოცნების“ უნიათობის და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, დღეს გვაქვს კატასტროფიული მდგომარეობა, გაუფასურებული ლარი და თუ ამ ბიუჯეტს დოლარში შევხედავთ, არის დაახლოებით, 320 მილიონი დოლარი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნადირაძის თქმით, მათ თბილისის მერ კახა კალაძეს 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით წერილი მისწერეს, თუმცა კალაძემ ეს არ გაითვალისწინა.
„კალაძის თქმით, ის აპირებდა ოპოზიციასთან თანამშრომლობას, კონსულტაციებს, მათი აზრების გათვალისწინებას, თუმცა, როდესაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსად „ნაციონალების“ მოძულე და კაცთმოძულე დაგვინიშნა, უკვე ნათელი იყო, რომ ის თანამშრომლობას არ აპირებდა. მან წარმოადგინა ბიუჯეტი, რომელიც დავით ნარმანიას ბიუჯეტისგან, ფაქტობრივად, არ განსხვავდება. როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ შრომის ანაზღაურების მუხლი 5 მილიონი ლარით შემცირდა, ამ დროს 15 მილიონი ლარით გაიზარდა ბიუროკრატია“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 771
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია