დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოსო ცისკარიშვილს ნინო ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამა მოსწონს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/07 15:00:03
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამას იწონებს და მიიჩნევს, რომ მომზადებული დოკუმენტი პრემიერ-მინისტრს სამაგიდო წიგნად უფრო გამოადგება.
როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, პროგრამა ყოვლისმომცვლელია და პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტობის კანდიდატმა ბევრი საინტერესო პუნქტის განხორციელება შეიძლება ვერ შეძლოს.
`ყოვლისმომცველი მოხსენება მოვისმინეთ პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან. პრობლემების იმდენად ფართო სპექტრია მასში წარმოდგენილი, რომ ვფიქრობ, ასეთი დოკუმენტი მომავალ პრემიერ-მინისტრს უფრო გამოადგებოდა სამაგიდო წიგნად, ვინაიდან, ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია და ვფიქრობ, კანდიდატი ვერ შეძლებს ყველა იმ საკითხის მოგვარებას, რაც პროგრამაშია წარმოდგენილი", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
მისივე შეფასებით, თუ ახალ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის თანამშრომლობა არ იარსებებს, ბევრი საინტერესო ინიციატივა დარჩება ყურადღების მიღმა.
ნინო ბურჯანაძემ საკუთარი საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1221
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია