დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა
ავტორი:
2017/დეკემბერი/13 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/parlamtnibritanetshi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468328-did-britanethshi-saparlamento-delegaciis-viziti-dasrulda.html", "headline": "დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა", "datePublished": "2017-12-13 07:39:21", "dateModified": "2017-12-13 07:39:21", "description": "დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა, ლონდონშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/parlamtnibritanetshi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა, ლონდონში ვიზიტი დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საპარლამენტო დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და დიმიტრი ცქიტიშვილი შედიოდნენ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველი კანონმდებლები, ლორდთა პალატაში საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლორდ ჰოუელს შეხვდნენ.

სოფიო ქაცარავამ კოლეგას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. მხარეებმა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მიზნებს.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. ისინი შეთანხმდნენ ლორდთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის ახალ დღის წესრიგზე.

სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ბრიტანეთის მხარდაჭერას საქართველოში გატარებული რეფორმების მიმართულებით და ურთიერთობის ახალი კავშირების განვითარებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრაზე ბრექსიტის შემდგომ ეკონომიკურ პარტნიორობაზე ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების სტაბილურ შენარჩუნებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადაყვანის მიზნით, ლორდ ჰოუელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს ჯონათან ჯანოგლის და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და ამ ურთიერთობების გაძლიერებასა და განვითარებაში მეგობრობის ჯგუფების როლზე გაამახვილეს ყურადღება.

საუბარი შეეხო ასევე, მეგობრობის ჯგუფების დღის წესრიგსა და პრიორიტეტებს, რაც ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესაბამისია. შეხვედრაზე ასევე, განხილებოდა სექტემბერში გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების საკითხები და მათი პრაქტიკაში გადატანის დეტალები, რაც საერთო ღირებულებებზე არსებული მიზნების მიღწევას მოიცავს.

სოფიო ქაცარავამ ჯონათან ჯანოგლის მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობის განსხვავებული ფორმატი შესთავაზა, რაც კომუნიკაციის გააქტიურებას და კონკრეტული კავშირების გაძლიერებას მოიცავს.

მეგობრობის ჯგუფებს შორის მიიღეს ერთობლივი კომუნიკე, რაც სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ორივე მხარის მზადყოფნას გამოხატავს საპარლამენტო პარტნიორობის და ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების გაძლიერებისთვის, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავდაცვა, კიბერუსაფრთხოება, კრიზისების მართვა, ტერორიზმთან ბრძოლა და ხალხთაშორისი კავშირების გამყარება. დოკუმენტში ასევე, აღნიშნულია ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა, შეხვედრა გამართა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან და პროგრამების მენეჯერთან, სადაც ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის გაძლიერების მექანიზმები განიხილეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია