დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ლევან იზორიას მოუსმენენ
ავტორი:
2017/დეკემბერი/12 15:30:02
../photo/2015_02/0-00-AGVISTO-2016i/izoria-2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468209-thavdacvisa-da-ushishroebis-komitetshi-levan-izorias-mousmenen.html", "headline": " თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ლევან იზორიას მოუსმენენ ", "datePublished": "2017-12-12 11:39:44", "dateModified": "2017-12-12 11:39:44", "description": "თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით პარლამენტის შესაბამის კომიტეტში თავდაცვის მინი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-AGVISTO-2016i/izoria-2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით პარლამენტის შესაბამის კომიტეტში თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ლევან იზორიას მოსმენა უახლოეს პერიოდში გაიმართება.

”მიმდინარე წლის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, რომელიც შეირაღებულ ძალებში ოპტიმიზაციას შეეხებოდა. გარკვეულწილად დარღვეული იყო ბალანსი შესაბამისი წოდებისა და თანამდებობის მიხედვით. ბალანსის დასარეგულირებლად თამამი და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. უახლოეს ხანებში გვექნება შესაძლებლობა თავდაცვის მინისტრი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოვიწვიოთ და მოვისმინოთ, რა ვითარებაა შეიარაღებულ ძალებში და რა რეფორმების იგეგმება”, - განაცხადა სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სესიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობას პარტნიორ და ნატოს წევრს ქვეყნებთან. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა არის გამორჩეული და იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეირაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები არის აღიარებული და საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან არა მხოლოდ თანამშრომლობს, არამედ არის მათი მოკავშირეც.

”რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი წვრთნა ჩატარდა საქართველოში, სადაც მონაწილეობდნენ პარტნიორი ქვეყნები მათ შორის აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები”, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 600
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია