დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა ბესელია - ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აკეთებს არის კარგად წაკითხული წიგნი, სცენარი, რომელიც არაერთხელ ვიხილეთ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში
ავტორი:
2017/დეკემბერი/12 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beselia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468162-eka-beselia-is-rasac-mikheil-saakashvili-ukrainashi-akethebs-aris-kargad-tsakithkhuli-tsigni-scenari-romelic-araerthkhel-vikhileth-chvens-sakuthar-qveyanashi.html", "headline": "ეკა ბესელია - ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აკეთებს არის კარგად წაკითხული წიგნი, სცენარი, რო...", "datePublished": "2017-12-12 09:16:18", "dateModified": "2017-12-12 09:16:18", "description": "იოლად პროგნოზირებადია, რას მოუტანს უკრაინას სააკაშვილის ასეთი ავანტურა, - ამის შესახებ პარლამენტის ი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beselia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იოლად პროგნოზირებადია, რას მოუტანს უკრაინას სააკაშვილის ასეთი ავანტურა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

ბესელია იმედოვნებს, რომ “ამ ავანტურას უკრაინა არ წამოეგება”.

"პოლიტიკური თვალსაზრისით ის, რაც ხდება ჩვენს მეგობარ, პარტნიორ ქვეყანაში, დრამატული სურათია, ჩვენთვის, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი, რადგან იოლად პროგნოზირებადია, რას მოუტანს უკრაინას სააკაშვილის ასეთი ავანტურა. ეს არის კარგად წაკითხული წიგნი, სცენარი, რომელიც არაერთხელ ვიხილეთ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინა, როგორც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო, ამ ავნტურას არ წამოეგება.

ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის ბრალდება - რუსულ კავშირებთან სააკაშვილის ბმა, რაშიც მას ბრალი აქვს წაყენებული, თუმცა ეს დადასტურდება თუ არა, სასამართლოს საქმეა და სასამართლო განსჯის, მაგრამ ეს მაინც არის საყურადღებო. რადგან მთელი ეს პროცესი ბუნებრივია, ძალიან ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილთან დაკავშირებით, ამაზე პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა განცხადებები. პოლიტიკური გუნდი და პარლამენტი, ბუნებრივია, ამ პროცესებში არ ჩავერევით,"- განაცხადა ბესელიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია