დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჟენევაში გაეროს ელჩად ვიქტორ დოლიძე, გერმანიაში კი ელგუჯა ხოკრიშვილი დაინიშნა
ავტორი:
2017/დეკემბერი/12 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/dolidzexokrishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468153-zhenevashi-gaeros-elchad-viqtor-dolidze-germaniashi-ki-elguja-khokrishvili-dainishna.html", "headline": "ჟენევაში გაეროს ელჩად ვიქტორ დოლიძე, გერმანიაში კი ელგუჯა ხოკრიშვილი დაინიშნა", "datePublished": "2017-12-12 08:37:16", "dateModified": "2017-12-12 08:37:16", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/dolidzexokrishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად ვიქტორ დოლიძის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად კი ელგუჯა ხოკრიშვილის კანდიდატურები წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა მთავრობის განკარგულებას აღნიშნული კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე. დღეს ელჩების კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

ვიქტორ დოლიძე 2016 წლიდან დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. იგი გახლავთ კარიერული დიპლომატი და 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2012 წელს ვიქტორ დოლიძე გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, სხვადასხვა დროს ეკავა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, ავსტრიასა და საბერძნეთის რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციები. პოლიტიკურ მოღვაწეობამდე ვიქტორ დოლიძე ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას. 2005-2009 წლებში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. 2004-2005 წლებში ასევე გახლდათ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის კანდიდატად წარდგენილი ელგუჯა ხოკრიშვილი 2014-2015 წლებში გახლდათ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრი, ეკავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, შემდეგ კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა. ამჟამად ელგუჯა ხოკრიშვილი საქმიანობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიციაზე. ელგუჯა ხოკრიშვილს აქვს გერმანიაში აკადემიური საქმინობის დიდი გამოცდილება. 2002-2008 წლებში მოღვაწეობდა პოტსდამის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე. სხვადასხვა დროს საქმიანობდა როგორც ექსპერტი და პროექტის ხელმძღვანელი გერმანიის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია