დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძე- აუდიტის სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია მთლიანად კონსტიტუციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის
ავტორი:
2017/დეკემბერი/12 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze_83507.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468146-irakli-kobakhidze-auditis-samsakhuris-funqcionireba-mnishvnelovania-mthlianad-konstituciuri-sistemis-gamarthuli-funqcionirebisthvis.html", "headline": "ირაკლი კობახიძე- აუდიტის სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია მთლიანად კონსტიტუციური სისტემის გამ...", "datePublished": "2017-12-12 08:08:10", "dateModified": "2017-12-12 08:08:10", "description": "გასული ხუთი წლის განმავლობაში აუდიტის სამსახურმა ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა დამოუკიდებლობ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze_83507.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გასული ხუთი წლის განმავლობაში აუდიტის სამსახურმა ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა დამოუკიდებლობის განმტკიცების თვალსაზრისით და ახლა დროა, როდესაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამსახურის რესურსების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2022 წლების განვითარების სტატეგიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ კუთხით მნიშვნელოვანია სტრატეგიული ხედვის არსებობა.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ინსტიტუციური კავშირი პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის. ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან დიდი წარმატებით. ასეთივე წარმატებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას. მოხარული ვართ, რომ აუდიტის სამსახურს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი და ამ პოსტზე წარდგენილი იქნა ისეთი კანდიდატი, რომელთან დაკავშირებითაც ერთნაირი პოზიციები იყო როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან. საყოველთაო დადებითი შეფასება მოჰყვა ბატონი ირაკლის წარდგენას და მის თანამდებობაზე დამტკიცებას პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. გასული ხუთი წლის განმავლობაში აუდიტის სამსახურმა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, განსაკუთრებით მისი დამოუკიდებლობის განმტკიცების თვალსაზრისით, რაც არის უდავოდ აღსანიშნავი და ახლა არის ის დრო, როდესაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამსახურის რესურსების განვითარებას და ამ კუთხით მნიშვნელოვანია სტრატეგიული ხედვის არსებობა. მე დარწმუნებული ვარ, ეს საშუალოვადიანი ხედვა მიგვიყვანს ჩვენ სასურველ შედეგამდე, რასაც ჰქვია აუდიტის სამსახურის რესურსების თვისობრივი გაძლიერება.
აუდიტის სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია მთლიანად კონსტიტუციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თითოეულმა უწყებამ, თითოეულმა სასმახურმა, თითოეულმა სამინისტრომ, პარლამენტმა ჯეროვნად და კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილებები",- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სრული მხარდაჭერა დააფიქსირა აუდიტის სამსახურის მიმართ და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობა ასეთ რეჟიმში გაგრძელდება.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 560
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია