დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნიკა მელია - რაც დღეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, ეს არის პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმისთვის ბოლო აგურის გამოცლა
ავტორი:
2017/დეკემბერი/11 23:00:02
../photo/2015_02/0/melia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468071-nika-melia-rac-dghes-mikheil-saakashvilma-gaaketha-es-aris-poroshenkos-oligarqiuli-rezhimisthvis-bolo-aguris-gamocla.html", "headline": "ნიკა მელია - რაც დღეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, ეს არის პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმისთვის ბოლო აგ...", "datePublished": "2017-12-11 18:47:23", "dateModified": "2017-12-11 18:47:23", "description": "პოროშენკოს რეჟიმი შეგვიძლია უკვე პრაქტიკულად დამარცხებულად ჩავთვალოთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0/melia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პოროშენკოს რეჟიმი შეგვიძლია უკვე პრაქტიკულად დამარცხებულად ჩავთვალოთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, ”დღეს ოლიგარქიის მარცხის მოწმე გავხდით”.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს მიხეილ სააკაშვილმა მოუგო ორ ოლიგარქს - პოროშენკოსა და ივანიშვილს.

„უპრეცედენტო პროცესის მონაწილენი გავხდით ყველანი არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოში, არამედ, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა დილიდან მიხეილ სააკაშვილი. მოწმენი გავხდით ოლიგარქიის არანორმალური მარცხისა. იმდენად უსუსური იყო ვითომ სისხლის სამართლის საქმე, ვერ იპოვეს უკრაინაში მოსამართლე, რომელიც თვალს დახუჭავდა იმ შეკერილ და შეთითხნილ საქმეზე. რა თქმა უნდა, ესაა თითქმის ბოლო აგურის გამოცლა პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმისთვის, რაც სააკაშვილმა დღეს გააკეთა. რა თქმა უნდა, პოროშენკოს რეჟიმი შეგვიძლია უკვე პრაქტიკულად ჩავთვალოთ დამარცხებულად. საუბარია უკრაინაზე, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოზე და ამ სახელმწიფოს პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერს სამჯერ იჭერს, მაგრამ ოპოზიციის ლიდერი სამივეჯერ გამოდის და თავს აღწევს პატიმრობას. ეს ნიშნავს, რომ პოროშენკო და მისი მთავრობის იმიჯი საბოლოოდ განადგურდა, საერთაშორისო დონეზე და მით უფრო შიგნით ქვეყანაში.
პოროშენკოს ქმედებები ძალიან ნეგატიურად აღიქმება ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმზე, დამარცხდება პოროშენკო უკრაინაში - დამარცხდება ძალიან მალე ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოში. ვინაიდან, ეს ორი ოლიგარქი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და ეს თანამშრომლობა გულისხმობდა სააკაშვილის განდევნას პოლიტიკური ველიდან. ეს ვერ მოახერხეს პოროშენკომ და ივანიშვილმა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პარტია სააკაშვილმა მოუგო პირწმინდად ორივე ოლიგარქს“, - განაცხადა მელიამ.

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია