დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენისას მხარი არ დაუჭირა
ავტორი:
2017/დეკემბერი/11 18:30:02
../photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468040-sazogadoebriv-mautsyebelthan-dakavshirebul-cvlilebebs-dargobrivi-ekonomikisa-da-ekonomikuri-politikis-komitetma-meore-mosmenisas-mkhari-ar-dautcira.html", "headline": "საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კ...", "datePublished": "2017-12-11 14:33:48", "dateModified": "2017-12-11 14:33:48", "description": "საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს წამყვანმა ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს წამყვანმა კომიტეტმა - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და ასევე, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დღეს კომიტეტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განმარტებით, კომიტეტმა აღნიშნულ პროექტს პირველი მოსმენის დროს მხარი იმ დათქმით დაუჭირა, რომ გაიმართებოდა კონსულტაციები სამ სადავო საკითხთან დაკავშირებით - ესენია კომერციული რეკლამებისა და სპონსორობის საკითხი, დამწყები საწარმოების (სტარტაპების) საკითხი და მმართველობასთან ანუ სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებული საკითხი.

“ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები, რომელშიც ჩართული იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, თუმცა ამ სამ საკითხზე კონსენსუსი ვერ ჩამოყალიბდა. რეკლამასთან და სპონსორობასთან დაკავშირებით მოვისმინეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის არგუმენტები, მაგრამ ვერ დავეთანხმებით, რადგან ეს გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას, რაც იქნება დამაზიანებელი იმ ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკისათვის, რასაც ჩვენ განსაკუთრებულ ბიზნესგარემოს ვეძახით. რაც შეეხება სტარტაპების თემას, ბიზნესსექტორის განვითარებისათვის სახელმწიფოს მიერ არჩეული მოდელის კონტექსტში უნდა იქნეს დანახული ეს საკითხი. გამონაკლისები შემდეგში ორმაგი სტანდარტის წინაშე დადგომის საფრთხეს შეგვიქმნის სხვა ტიპის ბიზნესებთან. სწორედ ეს არის ჩვენი არდათანხმების არგუმენტი, რაშიც კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ, ამიტომ წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს ვერ დავუჭერთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი მოსაზრება სრულად გაიზიარა კომიტეტმაც და დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო ტელეკომპანიების, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 596
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია