დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იანოშ ჰერმანი - ყველას შეიძლება არ ესმოდეს, რომ გარემოს დაცვა საქართველოსთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის
ავტორი:
2017/დეკემბერი/11 14:00:01
../photo/2015_02/0-00-1OQT-2016/hermani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467945-ianosh-hermani-yvelas-sheidzleba-ar-esmodes-rom-garemos-dacva-saqarthvelosthvis-aris-gadamtsyveti-mnishvnelobis.html", "headline": "იანოშ ჰერმანი - ყველას შეიძლება არ ესმოდეს, რომ გარემოს დაცვა საქართველოსთვის არის გადამწყვეტი მნიშვ...", "datePublished": "2017-12-11 09:41:59", "dateModified": "2017-12-11 09:41:59", "description": "ყველას შეიძლება არ ესმოდეს, რომ გარემოს დაცვა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის საქართველოსთვის, - ამის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1OQT-2016/hermani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყველას შეიძლება არ ესმოდეს, რომ გარემოს დაცვა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის საქართველოსთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ განაცხადა.

ელჩმა ისაუბრა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე და იმ სირთულეებზე, რომელიც საქართველოს ამ გზაზე აქვს.

„ასოცირების შეთანხმება 1 წელზე მეტია, რაც ძალაში შევიდა. ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც სერიოზულ ტრანსფორმირებას გულისხმობს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. რა შთაბეჭდილებები გვაქვს ამ პროცესთან დაკავშირებით? ჩვენ გარედან ვაკვირდებით ამ პროცესს იმიტომ, რომ ეს თქვენ მიერ განსახორციელებელი საქმიანობაა. ამ პროცესის წარმატება მეტწილად დამოკიდებულია თქვენზე. ამ პროცესმა შესანიშნავი შედეგები გამოიღო, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. თქვენ ახლა შედიხართ რეფორმების ისეთ ეტაპზე, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილებები უფრო და უფრო რთული ხდება. რატომ? იმიტომ რომ ზოგჯერ ამ ნაბიჯების განხორციელება მოითხოვს გარკვეული მსხვერპლის გაღებას. ზოგჯერ ძალიან რთულია ამ რეფორმების პროცესის განხორციელება იმიტომ, რომ ეს მოითხოვს მენტალობის შეცვლას და ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ძალისხმევას ლიდერების მხრიდან. ავიღოთ თუნდაც გარემოს დაცვა. ყველას შეიძლება არ ესმოდეს, რომ გარემოს დაცვა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის დღევანდელი საქართველოსთვის. კი, გადამწყვეტია, ვგულისხმობ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობიდან გამომდინარე. პოლიტიკური მოთამაშეები, სამოქალაქო საზოგადოება თუ ერთობლივი ძალისხმევით შევცლით აზროვნებას და გადავალთ სხვა მიდგომებზე, რომ უფრო მეტად დავიცვათ გარემო, რომ ენერგოეფექტურობა იყოს უზრუნველყოფილი, სამშენებლო კოდექსის და წესების თვალსაზრისით ვიმუშავებთ უკეთესად, უკვე ბევრს მივაღწევთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, სწორედ ეს არის ევროპასთან დაახლოება“, - განაცხადა ჰერმანმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ასევე ძალიან ბევრია გასაკეთებელი ადამიანის უფლებების სფეროში.

მისივე თქმით, ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევლად, იყოს გზამკვლევი, მაგრამ „საბოლოო ჯამში წარმატება დამოკიდებულია საქართველოზე“.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 570
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია