დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს
ავტორი:
2017/დეკემბერი/10 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidzeparlamenti-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467807-akhali-redaqciis-konstituciashi-dagegmil-cvlilebebs-khval-iuridiul-sakithkhtha-komiteti-ganikhilavs.html", "headline": "ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს ", "datePublished": "2017-12-10 10:37:15", "dateModified": "2017-12-10 10:37:15", "description": "პარლამენტი ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidzeparlamenti-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტი ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც პროექტი განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებს პირველი და მეორე მოსმენით პარლამენტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მიიღებს, ხოლო მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს.

კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: - კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნება.

იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული 16-ე მუხლი, საიდანაც სიტყვების: – ”სახელმწიფო უსაფრთხოება”, ”დანაშაულის თავიდან აცილება“ და ”მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღება ხდება.

გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს. პროექტი ცვლილებების განხორციელებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ 50-ე მუხლშიც ითვალისწინებს, თუმცა ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებაა და ”ხმოსანი“ ტერმინით - ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.

ამასთან, არ არის გამორიცხული პრეზიდენტის არჩევის წესი შინაარსობრივადაც შეიცვალოს და სახელმწიფოს მეთაური საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, პარლამენტმა აირჩიოს, რაზეც უმრავლესობაში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს უმრავლესობის 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 604
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია