დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა ბიბილაშვილი - ჩვენ მზად ვართ მოვლენათა ყველანაირი განვითარებისთვის
ავტორი:
2017/დეკემბერი/09 19:00:02
../photo/2015_02/0-0OQT-2015/bibilashvili-zaza-rustavi-ori-27_1ea77.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467728-zaza-bibilashvili-chven-mzad-varth-movlenatha-yvelanairi-ganvitharebisthvis.html", "headline": "ზაზა ბიბილაშვილი - ჩვენ მზად ვართ მოვლენათა ყველანაირი განვითარებისთვის", "datePublished": "2017-12-09 14:41:40", "dateModified": "2017-12-09 14:41:40", "description": "უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზე "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0OQT-2015/bibilashvili-zaza-rustavi-ori-27_1ea77.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზე "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. როგორც ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილმა განუცხადა, პარტია მოვლენების ყველა სახის განვითარებისთვის მზადაა.

"ეს შეკრება ეძღვნება ბოლო 24 საათის მოვლენებს, რომელიც ვითარდება კიევში, იმ ლაჩრულ საქციელს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ უკრაინის ოლიგარქიული ხელისუფლებისგან. მინდა ყველას ვუთხრა და პირველ რიგში საქართველოს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირი სცენარისთვის მზადაა. ჩვენ დღეს განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს, ჩვენ მზად ვართ მოვლენათა ყველანაირი განვითარებისთვის", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

იგი მხარდაჭერას უცხადებს იმ ადამიანებს, ვინც კორუფციისა და ოლიგარქიული ინტერესების წინააღმდეგ იბრძვის.

"მინდა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში კორუფციული და ოლიგარქიული ინტერესების წინააღმდეგ და იმედი გამოვთქვა, რომ უკრაინაშიც და საქართველოშიც, კეთილშობილი ძალები გაიმარჯვებენ", - აღნიშნა ბიბილაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია