დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი – მარგველაშვილი ჩემ მიერ აშენებული ხელოვნების ცენტრიდან ყვება, როგორ დავანგრიე საქართველო
ავტორი:
2013/ოქტომბერი/07 10:00:03
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წუხს, რომ შარშან სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების ნაცვლად, პრიორიტეტი "რეჟისორ ბედუკაძის მიერ დადგმულ ცოცხების კადრებს მიენიჭა".
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს წუხელ, ევროპის მოედანზე განუცხადა, სადაც ის მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიებს" დაესწრო.
"შარშან მეტი პრიორიტეტი მიეცა რეჟისორ ბედუკაძის მიერ დადგმულ "ცოცხების კადრებს" და შემდეგ ეს კაცი გამოცხადდა ლამის ეროვნულ გმირად. სამწუხაროა, რომ ამ პროცესების შედეგად შეჩერდა რიყეზე თეატრისა და ხელოვნების ცენტრის მშენებლობა, რომელიც მართლა მსოფლიო კლასიკაა და საქართველოს სიამაყე იქნება, როცა დასრულდება. იმედია, რომ მის დანგრევას მაინც არავინ განიზრახავს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, მას ქართველ ხალხთან შეკითხვა აქვს – გადანაწილდა თუ არა ის სახსრები მათზე, რომლებიც ახალი ხელისუფლების პირობებში კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებზე აღარ იხარჯება.
"ბოლო წლის განმავლობაში ბევრად ნაკლები კონცერტი და ნაკლები კულტურული ღონისძიება ტარდება. მინდა ვიკითხო, ხალხი არის ბედნიერი იმით, რომ ეს ყველაფერი შეჩერდა? აქამდე იძახდნენ, რომ კონცერტებს გადააყოლეს ქვეყანა და ჩვენ ამ ფულს ხალხს გადავუნაწილებთო – გადაუნაწილეს? ხალხმა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა – აშენდნენ კონცერტების ფულით და საქართველო უკეთესია იმით პრაქტიკულად, ასობით და ათასობით ხელოვანი აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში, დაუსაქმებელი?", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, სააკაშვილი ბათუმის ხელოვნების ცენტრში კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან გუშინ გამართულ შეხვედრასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ მის მიერ აშენებული ცენტრიდან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საქართველოს დანგრევაზე ლაპარაკი, სასაცილოა.
"ვნახე ბათუმის ხელოვნების ცენტრში მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი როგორ ატარებდა კამპანიას და ჩემი და ვარშალომიძის მიერ აშენებულ ხელოვნების ცენტრში (რომელიც ავაშენეთ ერთ წელიწადში და მართლა არის მსოფლიო კლასი, რომელმაც ბათუმს შემატა მეტი ბრწყინვალება), ყვებოდა იმას, თუ როგორ ვანგრევდით საქართველოს. უკვე სასაცილოც აღარაა ეს ყველაფერი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი აზრით, საქართველომ კულტურის სფეროში მგზნებარე ცხოვრება უნდა გააგრძელოს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია