დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ კეკენაძე სააკაშვილის დაკავებაზე - მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, არ ითამაშოს პუტინის თამაში
ავტორი:
2017/დეკემბერი/09 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/kekenadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467699-thamar-kekenadze-saakashvilis-dakavebaze-movutsodeb-ukrainis-khelisuflebas-ar-ithamashos-putinis-thamashi.html", "headline": "თამარ კეკენაძე სააკაშვილის დაკავებაზე - მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, არ ითამაშოს პუტინის თამაში", "datePublished": "2017-12-09 11:30:37", "dateModified": "2017-12-09 11:30:37", "description": "მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვაფასებთ პრეზიდენტ სააკაშვილის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/kekenadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვაფასებთ პრეზიდენტ სააკაშვილის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში, ფაქტია, რომ დღეს მის მიმართ უკრაინაში პოლიტიკური ნიშნით დევნის ყველა ფაქტი გვაქვს, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანმა თამარ კეკენაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ხელისუფებას მეტი დაფიქრება მართებს საკუთარი ქმედებებისა და გადადგმული ნაბიჯების კუთხით.

„იმედი მინდა დავიტოვო, რომ უკრაინის ხელისუფლება იფიქრებს პირველ რიგში საკუთარი მოსახლეობის მომავალზე, არ გასცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, რადგან ქვეყანას, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ევროპული მომავალი არ გააჩნია. ბუნებრივია, რომ ყველას გვაწუხებს, რაც დღეს უკრაინაში ხდება. საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული უკრაინის დემოკრატიულ განვითარებასთან და ევროპულ პერსპექტივასთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ და არ უნდა ჩავერიოთ უკრაინის შიდა საქმეში, თუმცა სწორედ, როგორც გულშემატკივარი და მეგობარი მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას არ ითამაშოს პუტინის თამაში და არ დაუშვას ქვეყანაში ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

თემა: მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიევში
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია