დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე - ეუთოს მეგობართა ჯგუფის განცხადება ხაზს უსვამს, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში დგას
ავტორი:
2017/დეკემბერი/09 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/janelidze_23f01.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467697-mikheil-janelidze-euthos-megobartha-jgufis-ganckhadeba-khazs-usvams-rom-saqarthvelo-rusethis-konfliqti-saerthashoriso-sazogadoebis-dghis-tsesrigshi-dgas.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - ეუთოს მეგობართა ჯგუფის განცხადება ხაზს უსვამს, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი სა...", "datePublished": "2017-12-09 11:10:55", "dateModified": "2017-12-09 11:10:55", "description": "ეუთოს მეგობართა ჯგუფის განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი ძალიან ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/janelidze_23f01.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეუთოს მეგობართა ჯგუფის განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი ძალიან აქტიურად დგას საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მინისტრმა განცხადების შინაარს გაუსვა ხაზი და მწუხარება გამოთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება.

”მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეუთოს ფარგლებში სამწუხაროდ ვერ ხერხდება კონსენსუსის საფუძველზე დოკუმენტის მიღება საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, რადგანაც რუსეთი თავისი დესტრუქციული პოზიციით ხელს უშლის ამ კონსენსუსის ჩამოყალიბებას. სწორედ ამის გამო ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, შეიქმნა მეგობართა ჯგუფი და სწორედ ამ მუშაობის შედეგად გაკეთდა განცხადება გასულ წელს და წელს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში. ეს განცხადება რჩება მინისტრთა საბჭოს დოკუმენტებში. სწორედ ამიტომ არის ის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რას მოიცავს და რას ეხმაურება ეს განცხადება. პირველ რიგში განცხადება მკაფიოდ ხაზს უსვამს დემოკრატიულ პროგრესს და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამ მიმართულებით, დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოსთვის და ამ ორგანიზაციის ღირებულებების შესაბამისია”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განცხადება ხაზს უსვამს რუსეთის დესტრუქციულ როლს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
ჯანელიძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ეუთოს მრავალგანზომილებიანი სრულყოფილი მისია საქართველოში.

”იგი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, როგორც ცეცხლის შეწყვეტის, ასევე ეუთოს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და დაუშვას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ეუთოს მრავალგანზომილებიანი სრულყოფილი მისია საქართველოში. მისასალმებელია, რომ განცხადებაში ქვეყნები ხაზს უსვამენ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებულ მძიმე მდგომარეობას ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით. მათ შორის აღნიშნულია მძიმე ფაქტი, რომელიც უკავშირდება ერედვში განხორციელებულ სახლების განადგურებას და იქ ე.წ. რუსეთის საინვესტიციო პროგრამით გარკვეული სამუშოების წარმოებას. ასევე, განცხადების ფარგლებში მეგობართა ჯგუფი მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებული პირების თავის მშობლიურ სახლებში დაბრუნებას ღირსეულად და მშვიდობიანი გზით. ასევე მეგობრები მტკიცედ უჭერენ მხარს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას, შერიგების პოლიტიკას, იმ ზომებს, რომელიც ტარდება შერიგების კუთხით და საზოგადოების დაახლოების კუთხით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი ძალიან აქტიურად დგას საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ხმამაღლა ხდება გაცხადება ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის, რომელიც აქტუალურია და მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისთვის”, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

ვიცე-პრემიერმა საქართველოს დიპლომატებს და მეგობარ ქვეყნებს განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

”მინდა მადლობა გადავუხადო შვედეთს, აშშ-ს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, რუმინეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, საქართველოს მეგობართა ჯგუფს ამ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებისთვის, რომელიც გაკეთდა ეუთოს 24-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მისიას ეუთოში, ჩვენს ელჩს კონსტანტინე ზალდასტანიშვილს, და ჩვენს დიპლომატებს ძალიან ეფექტური მუშაობისთვის”, - განაცხადა მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 767
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია