დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევა
ავტორი:
2017/დეკემბერი/09 10:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/mechiauri.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467636-thianethis-municipalitetis-meriashi-sakhelmtsifo-auditis-samsakhuri-sheva.html", "headline": "თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევა", "datePublished": "2017-12-09 05:52:46", "dateModified": "2017-12-09 05:52:46", "description": "2018 წლის დასაწყისიდან, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევა. ამის შეს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/mechiauri.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 2018 წლის დასაწყისიდან, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა. მისივე თქმით, აუდიტის სამსახურს მან პირადად მიმართა.

„შემოწმება აუცილებელია, თუნდაც იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა რეალური სურათია ფინანსების ხარჯვის კუთხით. ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა დამხვდა. უკვე გახარჯულია გარკვეული პროგრამების ბიუჯეტი - სოციალური მიმართულებით, ასევე კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი, გარე განათების მოწყობის და ა.შ. ვეძებთ უკვე საკრებულოსთან ერთად გზებს, რომ სხვა მუხლებიდან მოვახერხოთ ამის დაფინანსება, რათა არ შეწყდეს სხვადასხვა სამსახურების ნორმალური ფუნქციონირება. საკრებულო ჩემს მიმართ ოპოზიციურია - 2/3 „ქართული ოცნებისაა“, მაგრამ ვახერხებთ ოქროს შუალედის მონახვას. თუმცა, არის საღი ძალებიც უმრავლესობაში, რომლებიც რაიონის ინტერესს წინა პლანზე აყენებენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ პროცესი შეაფერხონ“, - განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან თიანეთის მერიაში აუდიტის სამსახური გეგმიური შემოწმების ფარგლებში შევა.

„თავის გეგმაში ეს უკვე ჩასმული აქვს და რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ეს შემოწმება წლის დასაწყისში დაიწყება. ალბათ, მოხდება იმის გამოაშკარავება, თუ როგორ ხდებოდა საბიუჯეტი სახსრების ხარჯვა და რამდენად მიზნობრივი იყო ის. ჩვენი ძალებითაც, შიდა აუდიტის მეშვეობით, ვამოწმებთ სხვადასხვა მიმართულებებს. იმედი მაქვს, თანდათან მართვას დაექვემდებარება სიტუაცია“, - განაცხადა მეჭიაურმა და დასძინა, რომ პირველადი შეფასებით, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთოს.

„არაფერს გამოვრიცხავ. არ მინდა ეს იყოს შემოწმება შემოწმებისთვის, რომ მეისრეები დაისაჯონ. აქ ჩემთვის საინტერესოა, რომ მივიდეთ იქამდე, საიდანაც ხდებოდა წახალისება ამ დარღვევების. შესაძლებელია ეს იყო ადგილობრივ დონეზეც, მაგრამ ვფიქრობ, ეს იყო მაღალი ეშელონებიდან და არა კერძო ინიციატივით ჩადენილი ქმედებები. მე არ გავუსწრებ მოვლენებს წინ და დაველოდები შედეგებს. ჩემგან უკვირთ აუდიტი შემოყავსო და კახა კალაძემაც იგივე გააკეთა. არადა, მას სრული მხარდაჭერა ჰქონდა თავისი გუნდიდან. მე სხვისი ნამოქმედარის შემოწმება მაინტერესებდა, კალაძეს კი თავისი გუნდის წარმომადგენლის. როგორც ჩანს, დაინახა რაღაც პრობლემები და მასაც აინტერესებს, დაიწყოს ათვლა იმ რეალობიდან, რა რეალობაშიც არის ქალაქი. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ყველაზე ნაკლები უნდა იყოს პოლიტიზირების მაჩვენებელი“, - განაცხადა მეჭიაურმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია