დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ ჯანელიძე ლამბერტო ზანიერს შეხვდა
ავტორი:
2017/დეკემბერი/07 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/janelidzezanieri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467364-mikheil-janelidze-lamberto-zaniers-shekhvda.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე ლამბერტო ზანიერს შეხვდა", "datePublished": "2017-12-07 14:30:57", "dateModified": "2017-12-07 14:30:57", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე შეხ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/janelidzezanieri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე შეხვედრის ფარგლებში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ლამბერტო ზანიერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მდგომარეობასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა ეთნიკური წმენდისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე, რასაც ადგილი აქვს საოკუპაციო ძალის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს უმაღლეს კომისარსა და მის ოფისს მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისა და საქართველოში განხორციელებული თემატური პროექტებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ ქართული მხრიდან გამოთქვა მზადყოფნა კომისრის ოფისთან უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია