დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზვიად კვაჭანტირაძე - თუ პოლიტიკური პროცესები ტრამპის გადაწყვეტილების სასარგებლოდ განვითარდება, საქართველო პროცესებს არ უნდა ჩამორჩეს და მას მხარი უნდა დაუჭიროს
ავტორი:
2017/დეკემბერი/07 14:00:02
../photo/2015_02/00-1MAISI-2014/kvachantiradze-zviad.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467312-zviad-kvatcantiradze-thu-politikuri-procesebi-trampis-gadatsyvetilebis-sasargeblod-ganvithardeba-saqarthvelo-procesebs-ar-unda-chamorches-da-mas-mkhari-unda-dautciros.html", "headline": "ზვიად კვაჭანტირაძე - თუ პოლიტიკური პროცესები ტრამპის გადაწყვეტილების სასარგებლოდ განვითარდება, საქარ...", "datePublished": "2017-12-07 09:58:05", "dateModified": "2017-12-07 09:58:05", "description": "მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას - ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, - ასე ეხმაურება ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1MAISI-2014/kvachantiradze-zviad.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას - ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და ისრაელში აშშ-ს საელჩოს ქალაქ თელავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებ.

შეეხება საქართველოს პოზიციას, კვაჭანტირაძის აზრი, თუ სათანადო საგარეო პოლიტიკური პირობები შეიქმნება და თუ პოლიტიკური პროცესები პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების სასარგებლოდ განვითარდება, საქართველო პროცესებს არ უნდა ჩამორჩეს და მას მხარი უნდა დაუჭიროს.

“პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა და ერთ წინადადებაში ჩამოაყალიბა საკუთარი, ჩემი რწმენით სამართლიანი დამოკიდებულება იერუსალიმის მიმართ, რომელიც ისტორიულად სამი წამყვანი რელიგიისთვის უმაღლესი საკრალური მნიშვნელობის ქალაქია. ტრამპმა განაცხადა გადაწყვეტილება საკუთარი საელჩოს იერუსალიმში გადასვლის შესახებ. შეუძლებელია, ემოციის გარეშე შეხვდე ამ ამბავს, თუკი გესმის ებრაელი ხალხის ისტორია და თავს თვლი ამ ქვეყნის მეგობრად. სწორედ ამიტომ, მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ესაა ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიმართ. ამერიკის პრეზიდენტმა ეს შესძლო, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს პოზიციას მასთან დაკავშირებით, ჩემი აზრი, თუ სათანადო საგარეო პოლიტიკური პირობები შეიქმნება და თუ პოლიტიკური პროცესები პრეზიდენტ ტრამპის ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ განვითარდება, მაშინ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ პროცესებს და მას მხარი უნდა დაუჭიროს. ამასთან, ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას, რა თქმა უნდა, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ზვიად კვაჭანტირაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია