დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის
ავტორი:
2017/დეკემბერი/07 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/kvirikashvili_858fe.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467290-giorgi-kvirikashvili-sazogadoebas-bodishs-ukhdis.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის", "datePublished": "2017-12-07 09:02:41", "dateModified": "2017-12-07 09:02:41", "description": "პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ მთავრობის დღევანდელ სხ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/kvirikashvili_858fe.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2 მოსწავლის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა და წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია არ უხსენებია.

შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„მთავრობის სხდომის დაწყებისას ვისაუბრე ტრადეგიაზე, რომელიც თბილისში დატრიალა და რომელმაც 2 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, პარალელურად კი არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომლებიც პრინციპში ერთ პერიოდში მოხდა და არ მინდა, რომ ამან გამოწვიოს რაიმე უკმაყოფილება და გულსწყრომა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა. ამიტომ მინდა, რომ განმარტება გავაკეთო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, სადაც არ უნდა მოხდეს, მსგავსი შემთხვევა არის დიდი ტრაგედია და რეაგირებას, რომელსაც სახელმიწფო მოახდენს ასეთ უბედურებასა და ასეთ ტრაგედიაზე, იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 604
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია